ლეონ V სომეხი – “ეპიზოდი”
როგორც საყოველთაოდ არის ცნობილი,ბიზანტიის იმპერიის მრავალმა მმართველმა დაასრულა სიცოცხლე ძალადობრივი გზით. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,კონსტანტი II (630-668 წლები),რომელიც აბაზანას იღებდა,მისივე მოსამსახურემ,სახელად – ანდრეიმ იმ დროს სცემა სასიკვდილოდ მასიური მარმარილოს სასაპნით,როდესაც მას სახე და თავი გასაპნული ჰქონდა; თავისი ამაზრზენი და შეიძლება ითქვას,გაუგონარი თვისებებით სახელგანთქმულმა ბიზანტიის იმპერატორმა – მიხეილ III ლოთმა (840-867 წლები),მასზედ განხორციელებული თავდასხმის დროს,იმისათვის რომ მოქნეული ხმლისათვის თავი აერიდებინა,ორივე ხელი თავზე აიფარა,რის გამოც ჯერ ორივე ხელი დაკარგა,ხოლო შემდგომ სიცოცხლესაც გამოეთხოვა (მკითხველთა საყურადღებოდ: მიხეილ III-ის ქმედებების შესახებ გამაჩნია ისეთი ინფორმაციები,რომელიც მართლაც რომ გაუგონარია ყოველი საღად მოაზროვნე ადამიანისათვის.თუმცა მისი გამოქვეყნებისაგან დღემდე შეგნებულად ვიკავებ თავს,რადგან რასაც ეს არამზადა და ნაძირალა ადამიანი იქმოდა,მისი გადმოცემის “შესაფერ” ლექსიკონს ჯერ ვერ მივაკვლიე); ნიკიფორე II ფოკა (912-969 წლები) იმ ღამით გააფრთხილეს მის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადების შესახებ,როდესაც მასზე თავდასხმისათვის ემზადებოდნენ.შეთქმულთა შესაპყრობად მან საიმპერატორო სასახლის გაჩხრეკა ბრძანა,თუმცა მკვლელები საკუთარ საძინებელში დამალა თავად ნიკიფორეს მეუღლემ – თეოფანომ.მიუხედავად ამისა,მოგვიანებით ფოკას მაინც მოჰკვეთეს თავი შეთქმულებმა.
ასეთივე,ძალადობრივი აღსასრული ელოდა ბიზანტიის იმპერატორს – ლეონ V სომეხსაც (775-820 წლები). 820 წლის 25 დეკემბრის ქრისტეშობის ღამეს,სოფიის ტაძარში მყოფ ლეონს თავს დაესხა ბერების სამოსით მოსილი შეთქმულები.თუკი თავდასხმის დროს მიხეილ მესამემ თავის დასაცავად ორივე ხელი გამოიყენა,რასაც შეეწირა კიდეც ისინი,სიცოცხლეს მოწყურებული ქრიატიანი იმპერატორი – ლეონ V სომეხი სოფიის უნიკალური ტაძრის წმინდა საკურთხეველში შეიჭრა და იქ დავანებული მძიმე ჯვარი აღიღო ხელში,რომლითაც მანამ იცავდა თავს,სანამ სული არ განუტევა მიღებული იარებისაგან.მოკლული ლეონ V სომეხის დასახიჩრებული ცხედარი კი შეთქმულებმა რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით – საპირფარეშოში დააგდეს. – (ავტორი გენია.ჯი)