მარკუს ჰარვი – “ეპიზოდი”
მარკუს ჰარვი (1887-1940 წლები) – წარმოადგენდა შავკანიანთა უფლებების დამცველ ცნობილ იამაიკელ აქტივისტს.პოლიტიკურ იზოლაციაში მყოფმა მარკუსმა 1940 წელს ლონდონში ინსულტი მიიღო,თუმცა საბედნიეროდ,ცოცხალი გადარჩა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობა მისი ავადმყოფობის შესახებ მალევე იქნა გავრცელებული პრესაში.როგორც ცნობილია,ჰარვის ძალიან უყვარდა ჟურნალ-გაზეთებიდან ახალი ამბების გაგება და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ბედის ირონიით სწორედ ეს იქცა კიდეც მისი გარდაცვალების უმთავრეს მიზეზად.საავადმყოფოდან გაწერილმა და ახლად გამოჯანმრთელებულმა მარკუს ჰარვიმ ლონდონში გამომავალ გაზეთში – “Chicago Defender”-ში 1940 წლის 10 ივნისს წაიკითხა მის შესახებ შეცდომით გამოქვეყნებული ნეკროლოგი,რომელშიც ხაზგასმული იყო,რომ ერთ დროს პოპულარული შავკანიანთა უფლებების იამაიკელი დამცველი სრულ სიღატაკესა და მარტოობაში,ყველასაგან მივიწყებული აღესრულა.აღნიშნულმა ნეკროლოგმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მარკუსზე,რომ მას კვლავაც ინსულტი განუვითარდა.შედეგად მარკუს ჰარვის გადარჩენა მედიკოსებმა ვეღარ შეძლეს. – (ავტორი გენია.ჯი)