ჯუზეპე ვერდი – “ეპიზოდი”
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გენიალურმა იტალიელმა კომპოზიტორმა და ხელოვანმა – ჯუზეპე ვერდიმ (1813-1901 წლები) თავისი სახსრებით ვილანოვაში საავადმყოფო ააგო,ხოლო მილანში კი ხანდაზმულ მუსიკოსთათვის თავშესაფარი. (ავტორი გენია.ჯი) ამ უკანასკნელის მშენებლობას თავად ჯუზეპე უწევდა კონტროლს (იგი თვითმხილველებს არა ერთხელ უნახავთ მშენებლებთან ერთად).ერთხელ ვერდის ჰკითხეს,თუ რომელ ქმნილებას მიიჩნევდა ავტორი თავის ყველაზე გამორჩეულ და საუკეთესო ქმნილებად,რაზეც კომპოზიტორმა ერთობ ორიგინალური პასუხი გასცა: “სახლი,რომელიც მილანში ავაგე ხანდაზმულ მუსიკოსთათვის”. – (ავტორი გენია.ჯი)