რამზეს III – “ეპიზოდი”
დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 1155 წელს მანეთონის მიხედვით XX დინასტიის პირველი ეგვიპტის ფარაონის – რამზეს III-ის წინააღმდეგ შეთქმულება მოეწყო.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო ფარაონის მეუღლემ – ტიტიმ,რომლის უშუალო ინიციატივითაც გამოღადრეს ყელი მის მეუღლეს. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ,რაც ეგვიპტის უმაღლესი ხელისუფლების სადავეები ხელში აიღო შეთქმულების შედეგად მოკლული რამზეს III-ის ვაჟმა – რამზეს IV-მ,მან მამის მკვლელობის გამოსაძიებლად ჩამოაყალიბა სპეციალური “საგამოძიებო კომიტეტი”,რომელიც თავის მხრივ 12 მოსამართლისაგან შედგებოდა.”საგამოძიებო კომიტეტმა” დაადგინა,რომ ფარაონის წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობა მიიღო არა მხოლოდ რამდენიმე ეგვიპტელმა დიდებულმა და გავლენიანმა მოსამართლემ,არამედ რამზეს III-ის ხარჭებმა და მისმა მეუღლემაც კი.აღნიშნული საქმის სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას წარმოიშვა სკანდალი,რომელიც დაკავშირებული გახლდათ “საგამოძიებო კომიტეტის” სამ წევრთან.ისინი შემჩნეულნი იქნენ რამზეს III-ის იმ ხარჭებთან კავშირში,რომელთაც ბრალი ედებოდათ ფარაონის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში.
უძველესი ისტორიული ჩანაწერებიდან ირკვევა,რომ “საგამოძიებო კომიტეტის” სამივე წევრი “ცხელ კვალზე” ანუ მაშინ იქნა დაკავებული,როდესაც ისინი რამზეს III-ის წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში ბრალდებულ ხარჭებთან “ერთობოდნენ”.შეთქმულებაში მონაწილეთა გარდა,დასჯილი იქნენ “საგამოძიებო კომიტეტის” სამი წევრიც.ერთ-ერთ მათგანს ცხვირი და ყურები მოაჭრეს,მეორე მათგანმა თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე,ხოლო მესამე მათგანს სასჯელი შეუმსუბუქდა,რადგან სწორედ მან მისცა გამოძიებას ჩვენება “საგამოძიებო კომიტეტის” ორი წევრის წინააღმდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)
რამზეს IV