რა მეთოდით დაიმორჩილა პაულინა დეცინიუს მუნდუსმა?
დიდი ებრაელი ისტორიკოსისა და მხედრათმთავრის – იოსებ ფლავიუსის (37-100 წლები) გადმოცემის თანახმად,რომის იმპერატორის – ტიბერიუსის მმართველობის პერიოდში ერთ-ერთ რომაელ დიდებულს – დეცინიუს მუნდუსს განსაკუთრებული ვნება ამოძრავებდა ქმარშვილიანი ქალის,სახელად – პაულინას მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ “სარეცელის გაყოფის” სანაცვლოდ დეცინიუსმა ქალს იმ პერიოდისათვის უზარმაზარი თანხა – 200 000 დრაჰმა შესთავაზა,თუმცა “რჩეულისაგან” მაინც უარი მიიღო.მიუხედავად მრავალი მცდელობისა,მუნდუსმა ფარხ-ხმალი არ დაყარა და პაულინას ხელში ჩაგდება სხვა მეთოდით ეცადა: დეცინიუსმა იცოდა რა,რომ პაულინა მეტად ერთგული მიმდევარი გახლდათ ეგვიპტური საკულტო ღმერთების მოძღვრებებისა,მის მიერ მოსყიდული იქნა ძველი ეგვიპტის უზენაესი ღვთაების – ისიდას ტაძრის ქურუმი,რომელმაც თავის მხრივ,პაულინას აუწყა,რომ მისი ხილვა ისიდას ტაძარში ღამით სურდა ძველ ეგვიპტური სიკვდილის ღმერთს – ანუბისს.
პაულინა ღამით,დათქმულ დროზე გამოცხადდა ისიდას ტაძარში,სადაც მას,როგორც ანუბისი,ძაღლის ნიღბით შენიღბული დეცინიუსი ელოდებოდა.შედეგად ის ღამე პაულინამ “ანუბისთან” გაატარა.რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ,თვითკმაყოფილმა დეცინიუსმა პაულინას სრული სიმართლე აუწყა და ირონიულად ისიც შენიშნა,რომ გარდა საკუთარი მწვავე ვნების დაკმაყოფილებისა,მან ამ საქმისათვის სპეციალურად გადადებული 200 000 დრაჰმის ეკონომიაც გააკეთა.
დეცინიუსის აღიარებამ პაულინა იმდენად განარისხა,რომ მან საჩივრით თავად იმპერატორ კლავდიუსს მიმართა.კლავდიუსმა შეურაცხყოფილი პაულინას საქმის გამოძიება თავის თავზე აიღო.მალევე,ყველა ის სასულიერო პირი,რომლებიც ისიდას ტაძარში მოღვაწეობდნენ და რომელთაც რაიმე ბრალი მიუძღოდათ ზემოაღნიშნულ დანაშაულში – ჯვარს აცვეს,ისიდას ტაძარი - გადაწვეს,ხოლო დეცინიუს მუნდუსი კი – მოკვეთეს და მშობლიური ქალაქიდან სამუდამოდ გადაასახლეს. – (ავტორი გენია.ჯი)