ბიზანტიის იმპერია – “ეპიზოდი”
ბიზანტიელები ღრმად იყვნენ დარწმუნებული,რომ რაიმე ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანს ბიზანტიის საიმპერატორო ტახტის დაუფლებაზე პრეტენზიის გამოცხადების უფლება არ გააჩნდა.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ბიზანტიის იმპერატორები საიმპერატორო ტახტის შესაძლო პრეტენდენტებს კი არ კლავდნენ,არამედ სხვადასხვა საშუალებებით ასახიჩრებდნენ და ამახინჯებდნენ,რათა მათ მომავალში ძალაუფლების ხელში აღებისაგან თავი იძულებით შეეკავებინათ. (ავტორი გენია.ჯი) ტახტის შესაძლო პრეტენდენტებს იმპერიის უზენაესი მმართველები ძირითადად თვალებს თხრიდნენ და აბრმავებდნენ.გარდა თვალების დათხრისა,მათ მიმართ გამოიყენებოდა ცხვირის,ყურებისა და ენის მოკვეთის მეთოდებიც.თუმცა დროთა განმავლობაში ზემოაღნიშნული სასტიკი მეთოდები ჩანაცვლებული იქნა არანაკლები სასტიკი სასჯელით – კასტრაციით.
ნიკეის იმპერატორის – თეოდორე II ლასკარისისა და ელენე ბულგარელის 11 წლის ასაკში მყოფ ვაჟს – იოანე IV ლასკარისს (1250-1305 წლები),როგორც ტახტის ერთ-ერთ პრეტენდენტს,ბიზანტიის იმპერატორის – მიხეილ VIII პალეოლოგოსის ბრძანებით, 1261 წლის 25 დეკემბერს თვალები დათხარეს,რის შემდგომაც მან სრული 40 წელიწადი თვალისჩინდაშრეტილმა იცოცხლა; ბიზანტიის დედოფალმა – ირინე ათენელმა (752-803 წლები) თვალის ჩინი იძულების წესით წაართვა თავის ვაჟს – კონსტანტინე VI-ს, და ეს ამაზრზენი ფაქტი დედოფალმა ირინემ იმავე ოთახში აღასრულებინა ჯალათებს,რომელშიც ქვეყნიერებას მოევლინა კონსტანტინე (რამდენიმე წყაროს მტკიცებით,კონსტანტინე თვალების დათხრის წელსვე აღესრულა,სხვა ცნობებით კი თვალების დათხრიდან სულ რაღაც 8 წლის შემდეგ).
მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტებისა,ბავშვობაში იძულების წესით დასაჭურისებულმა – ბასილი ლეკაპენოსმა (925-985 წლები) მაინც მოახერხა არა მხოლოდ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში გარევა,არამედ იგი იქცა კიდეც ბიზანტიის “რუხ კარდინალად” და ქვეყნის ფაქტობრივ მმართველად. – (ავტორი გენია.ჯი)
ბასილი ლეკაპენოსი
კონსტანტინე VI ბრმა
ირინე ათენელი
იოანე IV ლასკარისი