“ექვსი ფუტის ქვემოთ”
ინგლისურ ენაში გავრცელებულია ერთი ფრაზა,რომელიც ითარგმნება,როგორც – “ექვსი ფუტის ქვემოთ”,რომელიც იმთავითვე ასოცირდება ადამიანებში – სიკვდილსა და დაკრძალვასთან.აღნიშნული ფრაზა მას შემდგომ იქნა ინგლისურ ენაში დამკვიდრებული,რაც 1655 წელს დიდი ბრიტანეთი “შავი ჭირის” საშინელმა ეპიდემიამ მოიცვა. (ავტორი გენია.ჯი) იმ უსაზიზღრეს წლებში არა მხოლოდ ინგლისელი მოქალაქეები,არამედ ხელისუფლებაც მეტად დააფრთხო შავი ჭირის ინფექციის მასობრივად გავრცელებამ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ ლონდონში გამოცემული იქნა სპეციალური განკარგულება,რომლის მიხედვითაც ჭირისუფლები ვალდებულები იყვნენ თავიანთი მიცვალებულები არა ნაკლებ ექვსი ფუტის ანუ ორი მეტრი სიღრმის მქონე მიწაში დაემარხათ.ლონდონის ხელისუფლების მიერ მიღებულ პრევენციულ ზომებს მხარი დაუჭირა ქალაქის მოსახლეობამაც.საყურადღებოა ის გარემოება,რომ დიდ ბრიტანეთში კვლავაც 1655 წელს გამოცემული სპეციალური განკარგულების თანახმად კრძალავენ მიცვალებულებს ექვსი ფუტი სიღრმის მიწაში.ინგლისურ ენაში გავრცელებული ფრაზა – “ექვსი ფუტის ქვემოთ” კი,კვლავაც ძველებურადვე ასოცირდება – სიკვდილთან და დაკრძალვასთან. – (ავტორი გენია.ჯი)