იუდა ისკარიოტელი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,იესო ქრისტეს ერთერთი მოწაფე თორმეტი მოწაფიდან – იუდა ისკარიოტელი,ჩვენი მაცხოვრის ერთადერთი მოციქული იყო,რომელიც წარმოშობით ისრაელის მიწის ისტორიული ოლქიდან – იუდეადან გახლდათ გამოსული.ქრისტეს დანარჩენი თერთმეტი მოციქული კი – გალილეველები გახლდნენ.ცნობილია ისიც,რომ “კარიოთელმა ადამიანმა”,ანუ იუდამ,ჯერ ფულის მოპარვას მიჰყო ხელი მოციქულთა სალაროდან,ხოლო შემდეგ კი,როდესაც იმედი გადაუწყდა,ქრისტე გახდება შემქმნელი ამქვეყნიური დიდი სამეფოისა,სადაც ყველა იუდეველი თავადი იქნება და მდიდრულად და ბედნიერად იცხოვრებსო,თავისი მასწავლებელი 30 ვერცხლად გაყიდა.შესაბამისად,იუდამ თავისი გაუგონარი ქმედებით სრულიად გაამართლა ერთი ძველთაძველი გამოთქმა: “გალილეველს უყვარს სახელი,ხოლო იუდეველს ფულიო”. – (ავტორი გენია.ჯი)