მუხრან მაჭავარიანი – „ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი”

ვიცი, წამერთმის მზისა ჭვრეტანი,

დღეს არა, ხვალე მოვკვდები, ვიცი,

ვიცი, იქ ჩავა ჩემი ცხედარიც,

სად უთვალავი ჩასულა სხვისი.

* * *

ვიცი, ჩემს მერეც მოკვდება ბევრი,

ზოგი სიკვდილის იქნება ღირსიც…

ვის რა ხელს აძლევს სიკვდილი ჩემი! -

ვინ ამოავსო სამარე სხვისი.

კომენტარის დატოვება