ერნესტ ჰემინგუეი – “ეპიზოდი”
პარიზში ცხოვრების პერიოდში ჯერ კიდევ ყველასათვის უცნობი და ახალგაზრდა ასაკში მყოფი გენიალური ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი – ერნესტ ჰემინგუეი (1899-1961 წლები) სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი,რის გამოც იგი მეუღლესთან ერთად უკიდურეს ეკონომიურ სიდუხჭირეს განიცდიდა. (ავტორი გენია.ჯი) უცნობი ახალგაზრდა მწერლის მოთხრობებსა და ლექსებს გამომცემლობები ან უხალისოდ ბეჭდავდნენ,ან კიდევ უკანვე ფოსტით უბრუნებდნენ ავტორს.შესაძლებელია თამამად ითქვას,რომ პარიზში ცხოვრების დროს ჰემინგუეი და მისი მეუღლე იძულებით შიმშილობდნენ.ამასვე ადასტურებს ის გარემოება,რომ,როდესაც ჰემინგუების ოჯახში საუზმის,სადილობისა თუ ვახშმობის დრო დგებოდა,ერნესტი რამდენიმე საათით სახლიდან გადიოდა,რათა იმ მცირე ულუფით,რომელიც წყვილს მენიუში გააჩნდა,მხოლოდ მის მეუღლეს ესარგებლა.ლუქსემბურგის ბაღში რამდენიმე საათიანი იძულებითი “სეირნობის” შემდეგ სახლში დაბრუნებული მშიერი ჰემინგუეი კი ცოლს ატყუებდა,თითქოს იგი სადილად მეგობრებთან იმყოფებოდა.ერნესტმა პარიზში ცხოვრების ეს ურთულესი წლები თავის ერთ-ერთ უკანაკნელ ნაწარმოებში – “განუყრელი დღესასწაული”,შესანიშნავად აღგვიწერა. – (ავტორი გენია.ჯი)