იცით თუ არა,რომ
1. მას შემდგომ,რაც 1912 წელს საქართველოში სტუმრად მყოფმა რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ II-მ თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით სახელგანთქმული ქართველი არისტოკრატი ქალბატონი,გალაკტიონ ტაბიძის “მუზა” და მსოფლიო სილამაზის კონკურსის პირველი გამარჯვებული – მერი შერვაშიძე იხილა,აღტაცება ვერ დამალა და ხმამაღლა თქვა: ” – ასეთი სილამაზე მომაჯადოვებელიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
2. თანამედროვე ირლანდიის დედაქალაქი – დუბლინი, დახლოებით 841 წელს იქნა დაარსებული ვიკინგების მიერ.
3. ძველი ბერძნები მიიჩნევდნენ,რომ ამეთვისტოს მინერალისაგან დამზადებული ჭურჭლიდან ალკოჰოლური სასმელის ნებისმიერი დოზით დალევა ადამიანებში სიმთვრალეს არ იწვევდა.
4. როგორც ცნობილია, 1918-1919 წლებში მსოფლიოში გავრცელებულ ერთ-ერთ ყველაზე მასობრივ პანდემიას,სახელწოდებით – “ესპანურ გრიპს” მილიონობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.მათ შორის იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ ბრაზილიის პრეზიდენტი – ფრანსისკუ როდრიგეს ალვესი,ფრანგი პოეტი – გიიომ აპოლინერი,გერმანელი სოციოლოგი – მაქს ვებერი,ავსტრიელი მხატვარი – ეგონ შილე,ფრანგი დრამატურგი – ედმონ როსტანი და დიდი ავსტრიელი მოჭადრაკე – კარლს შლეხტერი. – (ავტორი გენია.ჯი)
5. გენიალური ამერიკელი როკ-მუსიკოსი – ჯიმ მორისონი პირველი როკ-ვარსკვლავი გახლდათ,რომელიც პოლიციამ სცენაზე დააკავა.
6. რამდენიმე მონაცემის თანახმად ირკვევა,რომ დედამიწაზე სულ 7 000-მდე სახეობის ვაშლია გავრცელებული.
7. ნუდისტების საყვარელი სპორტი – ფრენბურთია.
8. ავსტრალიაში,კერძოდ ვიქტორიას შტატში განთავსებულია ქალაქი,რომლის სახელწოდება გახლავთ – “Speed”,რაც თარგმანით – “სიჩქარეს” აღნიშნავს.
9. მას შემდეგ,რაც საბჭოთა გენსეკს – ნიკიტა ხრუშჩოვსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერს – მაო ძედუნს შორის ერთობ დაიძაბა ურთიერთობები,რამდენიმე ჩინურმა გაზეთმა დაწერა: “საბჭოთა ხელმძღვანელები ჰგვანან იმ მეძავ ქალებს,დღენიადაგ რომ ამტკიცებენ,ქალწულები ვართო”. – (ავტორი გენია.ჯი)
10. იმისათვის,რომ მალაიზიელებმა თავიანთი ბავშვები სხვადასხვა ავადმყოფობებისაგან დაიცვან,მათ – ლუდში აბანავებენ.