ფრაზეოლოგია “უსახლკაროთა” შესახებ…

1. ”შეუძლებელია იყო ბედნიერი მაშინ,როდესაც შენს სიახლოვეს ვიღაცას – შია,ვიღაცას – ცივა,ვიღაც – უსახლკაროა,სადღაც – ომი მიმდინარეობს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “უსახლკარო ვარ,მაგრამ არა – უიმედო!”

* * *

3. “შენ არა ხარ უსახლკარო,თუ გყავს ისეთი ადამიანი,რომელიც ზურგს არ გაქცევს”.

* * *

4. “ჩვენ გულგრილები ვართ უსახლკაროთა მიმართ, და ეს მაშინ,როდესაც თავად ვართ სულიერად უსახლკაროები”.

* * *

5. ” – ამ ცხოვრებაში ყველაფერს ჩემი პატიოსნებით მივაღწიე!

- სწორედ ამიტომ ხარ დღეს,არც მეტი და არც ნაკლები, – უსახლკარო!”

* * *

6. “არ არსებობს არავითარი აუცილებლობა იმისა,რომ თუნდაც ერთი ადამიანი ჩვენს პლანეტაზე შიმშილს განიცდიდეს და უსახლკარო იყოს.არ არსებობს არავითარი ახსნა ამისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. ” – რამდენი დღეა სახლში არ ყოფილხარ,მაქსიმუსს?

- ორი წელიწადი, 264 დღე და ეს დილა!”

* * *

8. ” – მე არა მაქვს სახლი! მე თავისუფალი ფრინველი ვარ! სადაც მსურს – იქ ვფრინავ!”

* * *

9. “არ არსებობენ უსახლკარო ადამიანები.არსებობენ უგულო ადამიანები”.

* * *

10. “მანამ არ განსაჯოთ უახლოესი ადამიანი,სანამ თავად არ აღმოჩნდებით მის მდგომარეობაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება