ალექსანდრე პუშკინის “შვიდი ბეჭედი”

“დამიფარე მე,ჩემო თილისმანო”. – აღნიშნული სიტყვები დიდი რუსი პოეტის – ალექსანდრე პუშკინის (1799-1837 წლები) ერთ-ერთი ლექსიდან გახლავთ აღებული.ვინც კარგად იცნობს პუშკინის ბიოგრაფიას,ეცოდინება,რომ ალექსანდრეს ცხოვრებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა – თილისმანები. (ავტორი გენია.ჯი) თავისი ცხოვრების განმავლობაში პუშკინს სხვადასხვა მინერალის ქვისაგან დამზადებული შვიდი ისეთი ბეჭედი გააჩნდა,რომელთაც პოეტი განსაკუთრებული მისტიური ძალის მქონეთ მიიჩნევდა.როგორც ავღნიშნეთ,ალექსანდრეს კოლექციაში შვიდი ბეჭედი იმყოფებოდა.შევნიშნოტ ისიც,რომ თავად ციფრი – 7, მაგიურია და “უკვდავების გამცემს” აღნიშნავს.

ხელოვნებათმცოდნეების ცნობებით,პუშკინს თავის კოლექციაში დაცული ბეჭდებიდან განსაკუთრებით კარნეოლის ნახევრადძვირფასი მინერალური ქვით დამშვენებული ბეჭედი უყვარდა.აღნიშნული ქვა “ვერცხლის საუკუნის” ბოჰემის საყვარელ სამკაულებს წარმოადგენდა.

პირველი ბეჭედი (კარნეოლის) პოეტს მაშინ გაუჩნდა,როდესაც იგი ერთ-ერთი საიდუმლო საზოგადოების წევრი გახდა.მის ბეჭედზე ამოტვიფრული გახლდათ “პითიური სამფეხა”.მეორე ბეჭედი ალექსანდრემ საქველმოქმედო აუქციონზე გასცა ჯილდოდ.მისი მფლობელი გახდა გრაფ სერგეი ვოლკონსკის მომავალი მეუღლე – მარია რაევსკაია.ეს ბეჭედი მანამ გადაეცემოდა ვოლკონსის თაობებს,სანამ 1915 წელს არ გადაეცა “პუშკინის სახლის ფონდს”. (ავტორი გენია.ჯი)

პუშკინის მესამე ბეჭდის ისტორია ყველაზე საინტერესოა.იგი ალექსანდრეს გრაფინია ვორონცოვამ (რომელთანაც პოეტს საიდუმლო სასიყვარულო რომანი გააჩნდა) აჩუქა.პუშკინი ზალიან უფრთხილდებოდა ვორონცოვას მიერ ნაჩუქარ ბეჭედს და ის ალექსანდრეს დანტესთან დუელის დროსაც ეკეთა.მოგვიანებით,ბეჭდის მფლობელები იყვნენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ – ჟუკოვსკი,ტურგენევი და პოლინა ვიადრო,რომელმაც საბოლოოდ ბეჭედი “სამეფო ლიცეუმის მუზეუმს” უსახსოვრა. (ავტორი გენია.ჯი) დღედღეობით,პუშკინის მესამე ბეჭდის ადგილსამყოფელი უცნობია,რადგან ოფიციალური ცნობების თანახმად,იგი ერთ-ერთი გამოფენის დროს მოიპარეს.

პოეტის კოლექციაში ირიცხებოდა ზურმუხტის თვლიანი ბეჭედი.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად,აღნიშნულ ბეჭედს თავის დროზე ატარებდნენ – მეფე ივანე III და ბორის გოდუნოვის ქალიშვილი.მომაკვდავმა პუშკინმა ეს ბეჭედიც გააჩუქა (დღესდღეობით დაცულია სანკტ-პეტერბურგის მუზეუმში.

პუშკინის მეხუთე ბეჭედი ფირუზის ქვით იყო დამზადებული.იგი პოეტს მისმა მე გობარმა – პავლე ნაშოკინმა აჩუქა.სწორედ ამ ქვისაგან დამზადებულ ბეჭედს უნდა დაეცვა მისი მფლობელი ძალადობრივი აღსასრულისაგან,მაგრამ “ბედის ირონიით”,ეს ბეჭედი ალექსანდრემ დუელის წინ თავის ლიცეუმის მეგობარს – დანზასს უსახსოვრა.მოგვიანებით,დანზასმა ბეჭედი დაკარგა.

პუშკინს თავისი მეექვსე ბეჭედი 1827 წელს ანა კერნმა აჩუქა.მეშვიდე ბეჭედი კი პუშკინს ქორწინების დღეს გადასცეს.თუმცა ქორწინების ცერემონიის მიმდინარეობისას ბეჭედი იატაკზე დაუვარდათ,რაც კარგის მაუწყებელ ნიშნად არ იქნა მიჩნეული.სწორედ ამ ბეჭდით მიაბარეს ალექსანდრე პუშკინი მიწას. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>