ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი წერდა…
“სიზარმაცეში ნუ ჩაეფლობით,იცოდეთ,ზიზღის ღირსი,უსახელო სიცოცხლე იქნება თქვენი ხვედრი.იგი არ მოგცემთ გასაქანს მოიმოქმედოთ რამე,წიგნად დასაწერი და არც წიგნს დაგაწერინებთ,წასაკითხად ვარგისს,ხოლო ყველა გონიერი კაცი ხომ ამ ორი მიზნიდან ერთერთისაკენ მაინც უნდა მიილტვოდეს.უსაქმურობა,ჩემი შეხედულებით, – თვითმკვლელობის ნაირსახეობაა: სულიერი საწყისი ადამიანში სამუდამოდ იღუპება,ცხოველი კი ზოგჯერ განაგრძობს სიცოცხლეს.საქმე არასდროს უშლის ხელს გართობას,პირიქით,ისინი ერთმანეთს ავსებენ.მთელის პასუხისმგებლობით ვამტკიცებ,რომ არც ერთითა და არც მეორით არ შეიძლება მთლიანად დატკბობა.როცა ერთს მიეცემით,აუცილებლად მეორეც მოგინდებათ.ამიტომ,აქედანვე მიეჩვიეთ იყოთ მკვირცხლი და ბეჯითი ყველა,სულ უმნიშვნელო საქმეშიც კი: ნურასდროს გადადებთ მეორე დღისთვის იმას,რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ და ნურასდროს გააკეთებთ ორ საქმეს ერთად.მიჰყევით მიზანს და, დაე, ყველა ახალმა სიძნელემ (თუკი საერთოდ მისი გადალახვა შეიძლება),კი არ წაგართვათ მხნეობა,პირიქით,ასგზის შეგმატოთ იგი”.