ნაპოლეონ ბონაპარტი და ჭადრაკი
ლეგენდად ქცეული ფრანგი მხედართმთავარისა და საფრანგეთის იმპერატორის - ნაპოლეონ I ბონაპარტის (1769-1821 წლები) ერთერთ ჰობს ინტელექტუალური სამაგიდო თამაში – ჭადრაკი წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ნაპოლეონი ჭადრაკის თამაშის ხელოვნებას ჯერ კიდევ ყმაწვილური ასაკიდან დაეუფლა.ახალგაზრდობაში,სამხედრო სკოლაში სწავლისას იგი ხშირად სტუმრობდა პარიზის ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან დაწესებულებას – “კაფე დე ლა რეჟანსს”,სადაც მუდმივად თავს იყრიდა ჭადრაკის მოყვარულები,მათ შორის დენი დიდრო,ჟან-ჟაკ რუსო,ბენჯამინ ფრანკლინი,ფრანსუა-ანდრე დანიკან ფილიდორი (კომპოზიტორი და მოჭადრაკე),ლეგალ დე კერმიური (ფრანგი მოჭადრაკე) და სხვები.შემდგომ წლებში ნაპოლეონი ჭადრაკის სათამაშოდ არა ერთ ცნობილ სალონს ეწვია.ბონაპარტისათვის ჭადრაკი იმდენად მნიშვნელოვანი რამ გახლდათ,რომ იგი მას თან ლაშქრობებშიც დაატარებდა.მათ შორის ეგვიპტესა და რუსეთში ლაშქრობებისას.გარდა ამისა,ჭადრაკი იქცა ნაპოლეონის განუყრელ თანამგზავრად ვარშავის საჰერცოგოში,კუნძულ ელბასა და წმინდა ელენეს კუნძულზე,სადაც ჰპოვა კიდეც აღსასრული მან.ჭადრაკში იმპერატორის ყველაზე ხშირ პარტნიორებს წარმოადგენდნენ – მარშალი მიურატი,იმპერიის მარშალი – ლუი-ალექსანდრ ბერთიე,ფრანგი დიპლომატი – იუგ-ბერნარ მარე,კარდინალი – ჟოზეფ ფეში (ნაპოლეონის ბიძა.დედის ძმა) და დივიზიის გენერალი – ანრი გასიენ ბერტრანი.ნაპოლეონის თანამედროვეები აღნიშნავდნენ,რომ ბონაპარტი ერთობ სწრაფი მოთამაშე ყოფილა და არც განსაკუთრებულად იძაბებოდა თამაშის დროს,შეიძლება ითქვას,რომ იგი გონებას სრულ თავისუფლებას ანიჭებდა.როდესაც მისი მოწინააღმდეგე შემდგომ სვლაზე დიდხანს ჩაფიქრდებოდა,ეს ნაპოლეონს ძალიან აღიზიანებდა.წაგების შემთხვევაში კი,ბონაპარტი თავის გულისწყრომას არ მალავდა და უკმაყოფილებას მის ირგვლივ მყოფთ ატეხდა ხოლმე თავზე. – (ავტორი გენია.ჯი)
”კაფე დე ლა რეჟანსი”