ჟან-ლეონ ჟერომი – “ფრინა არეოპაგის წინაშე”
“ფრინა აეროპაგის წინაშე” – წარმოადგენს გენიალური ფრანგი მხატვრის,სკულპტორისა და აკადემიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლის – ჟან-ლეონ ჟერომის (1824-1904 წლები) მიერ ტილოზე ზეთის საღებავების გამოყენებით დახატულ შედევრ-სურათს. (ავტორი გენია.ჯი) ტილოს სიმაღლე – 80 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე – 128 სანტიმეტრი.ანტიკური ავტორების (განსაკუთრებით – ათინაიოსის) გადმოცემის თანახმად,დიდმა ძველბერძენმა მოქანდაკემ – პრაკსიტელემ სიყვარულისა და სილამაზის შიშველი აფროდიტეს ღვთაების სკულპტურა შექმნა,რაც საზოგადოებაში იმთავითვე მკრეხელურ აქტად იქნა მიჩნეული.პრაქსიტელეს მიერ შექმნილმა ქანდაკებამ ათენში დიდი სკანდალი გამოიწვია,რომელშიც ჩათრეული იქნა ის ულამაზესი მოდელი ქალი,სახელად – ფრინა,რომლის ნატურიდანაც დაამზადა აფროდიტეს ქანდაკება დიდმა ძველ ბერძენმა მოქანდაკემ (ერთი ვერსიის თანახმად,უზადო სილამაზის მქონე ჰეტერო ფრინა პრაქსიტელეს საყვარელ ქალს წარმოადგენდა).არსებობს ვარაუდი,რომ ფრინამ აფროდიტეს სახე ელევსინის მისტერიის დროს განასახიერა,რა დროსაც სრულიად შიშველი წარსდგა ხალხის წინაშე.ასე იყო თუ ისე,ფრინას წინააღმდეგ სხვა მრავალ ცნობილ ადამიანთან ერთად გაილაშქრა ფრინასვე ერთერთმა თაყვანისმცემელმა მამაკაცმა,ცნობილმა ორატორმა – ევთიასმა.ცნობილია,რომ ევთიასის სიყვარულს ფრინამ გულგრილობით უპასუხა,რამაც ეს ახალგაზრდა კაცი თავისი ყოფილი სატრფოს წინააღმდეგ აღანთო.სწორედ მან დასდო ბრალი ფრინას მკრეხელობასა და უღმერთობაში,ანუ ათეიზმში.ფრინას ადვოკატს წარმოადგენდა დიდი ათენელი მჭერმეტყველი და ორატორი – ჰიპერიდი.მას შემდგომ,რაც ჰიპერიდის სიტყვამ ვერანაირი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა სასამართლო სხდომაზე,მან ყველასათვის მოულოდნელად,თავის ულამაზეს კლიენტს სამოსი შემოაცალა და იგი პუბლიკის წინაშე სრულიად შიშველი დატოვა.ფრინას სხეულის უზადო მშვენიერებამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მოსამართლეებზე,რომ იგი უდანაშაულოდ სცნეს,რადგან მათი ვარაუდით,ასეთი სრულყოფილი სხეული ვერაფრით მოახერხებდა არასრულყოფილი სულის დაფარვას. (ავტორი გენია.ჯი)
სურათის ცენტრში,იქ,სადაც შიშველი ფრინაა წარმოდგენილი,კარგად ჩანს სიბრძნის ღვთაების – ათენას ქანდაკება,რომელსაც ძველი ბერძნები არასოდეს გამოსახავდნენ შიშველს.ჟერომის მიერ შექმნილი ტილოს კომპოზიციაში შესანიშნავად არის ასახული არეოპაგის ტრიბუნებზე მყოფი მოსამართლეების გამომეტყველებები.ზოგიერთი მათგანი შიშველ ფრინას ერთობ ვნებიანი გამომეტყველებით აკვირდება საგულდაგულოდ.სხვათა სახეზე კი ამოვიკითხავთ,რომ ისინი მეტად გააღიზიანა ამ ინტიმურმა სცენამ.
რამდენიმე მკვლევარი ირწმუნება,რომ სინამდვილეში ფრინას სასამართლო არა არეოპაგიში,არამედ ძველ ათენში არსებულ უმაღლეს სასამართლო ორგანიოში – ჰეილეიაში გაიმართა.თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია.მას შემდეგ,რაც ჟან-ლეონ ჟერომის მიერ 1861 წელს დახატული ტილო – “ფრინა არეოპაგის წინაშე” იხილა დიდმა ფრანგმა მხატვარმა – ედგარ დეგამ,მან თავისი აღშფოთება ვერ დამალა ხელოვნების ნიმუშის მიმართ და მას – “პორნოგრაფიული სურათი” უწოდა.
დღესდღეობით,ჟან-ლეონ ჟერომის მიერ შექმნილი შედევრი-ტილო – “ფრინა არეოპაგის წინაშე” დაცულია ჰამბურგის სამხატვრო მუზეუმში – “ჰამბურგის კუნსტჰალეში”. – (ავტორი გენია.ჯი)