ედუარდ VII-ეს შესახებ…
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე და ლეგენდარული დედოფლის – ვიქტორიას ვაჟი – ედუარდ VII (1841-1910 წლები) განათლების მიღების მიმართ საშინელ გულგრილობას ჯერ კიდევ ყმაწვილური ასაკიდან იჩენდა.იგი უფრო დროსტარების მოყვარული კაცი გახლდათ.მაგალითად,ერთხელ,მსუბუქი ყოფაქცევის შიშველ ლამაზმანებთან აუზში მყოფი ახალგაზრდა ედუარდი საროსკიპო “ლე შაბანიეში” დააფიქსირეს . (ავტორი გერნია.ჯი) 17 წლის ალბერტი (ასე ერქვა პრინც ალბერტს.სახელი ედუარდი მან ტახტზე ასვლისას მიიღო) ოქსფორდში გაგზავნეს.მისი შინაგანი ბუნება კვლავაც თავისუფალი ცხოვრების წესის მიმდევარად რჩებოდა.ოქსფორდში ცხოვრებისას გაეცნო ალბერტი აზარტული თამაშების “ხიბლს”,სიგარებსა და სხვადასხვა მანკიერებებს.მას შემდგომ,რაც პრინცის ოთახში მეძავი ქალი იქნა აღმოჩენილი,მამისაგან მეტად მკაცრი წერილი მიიღო.აღნიშნულ წერილში მომავალი მეფე მამას სუსტად და თავქარიანად ჰყავდა მოხსენიებული.მამის გარდაცვალების შემდგომ დედოფალ ვიქტორიასა და პრინცს შორის ურთიერთობებში დისტანცირება მოხდა.ერთ-ერთი ვერსიით,დედოფალი თავის ვაჟს მამის მკვლელობაში სდებდა ბრალს.ამას ისიც ადასტურებს,რომ ვიქტორიას საკუთარი ვაჟის სამეფო ტახტზე ხილვაც კი არ სურდა.
პრინცესა ალექსანდრა დანიელზე დაქორწინებულ ედუარდს გაუმართლა,რადგან მისი მეუღლეც მასავით ჭკუამხიარული ხასიათის აღმოჩნდა.საყოველთაოდ ცნობილია,რომ ედუარდისა და ალექსანდრას წყვილი იმ პერიოდის ლონდონის ბომონდური და ბოჰემური ცხოვრების განუყრელი თანამგზავრები იყვნენ.
დროთა განმავლობაში “მეუღლის უღელი” ედუარდს ემძიმა და კვლავაც პარიზულ საროსკიპოს – “Le Chabanais”-ს დაუბრუნდა,სადაც საკუთარი ოთხიც კი მოიწყო.საროსკიპოში განთავსებული ის სპილენძის აბაზანა,რომელსაც თავის დროზე შამპანურით ავსებდა ედუარდი, 1946 წელს სალვადორ დალიმ შეიძინა.
ედუარდის ცხოვრება სავსე იყო პერიოდული სკანდალებით,რომლებიც ძირითადად ქმარშვილიან ქალებთან გახლდათ დაკავშირებულნი. 1890 წელს ერთ-ერთ ბრიტანულ გაზეთში ეწერა,რომ ერი ღრმად შოკირებული იყო სამეფო ოჯახის წევრის ქმედებებით.მიუხედავად ამისა,ედუარდი კვლავაც ძველი ცხოვრების წესს მისდევდა.
პრინცი სამეფო ტახტზე 59 წლის ასაკში ავიდა.თავდაპირველად ხალხი ფიქრობდა,რომ ედუარდი ისევ გააგრძელებდა უდარდელ ცხოვრებას,მაგრამ ეს ასე არ მოხდა.ედუარდ VII ნიჭიერი დიპლომატი და კარგი სახელმწიფო მოღვაწე აღმოჩნდა.სწორედ მისი უშუალო ინიციატივით მოხერხდა საფრანგეთთან ურთიერთობების დარეგულირება.არ უნდა დავივიწყოთ,რომ ეს ის საფრანგეთია,რომელიც საუკუნეების მანძილზე ინგლისის დაუძინებელი მტერი იყო. (ავტორი გენია.ჯი)
ედუარდ VII გარდაიცვალა 1910 წლის 6 მაისს ლონდონში, 68 წლის ასაკში.გი დე მოპასანთან ერთად,ედუარდი ის იშვიათი გამონაკლისი გახლდათ,ვისი გარდაცვალების გამოც ლონდონში მოქმედმა საროსკიპოებმა გლოვა გამოაცხადეს. (ავტორი გენია.ჯი)
ალექსანდრა დანიელი