ტომას მაინ რიდი – “ეპიზოდი”
სიცოცხლის ბოლო წლები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა დიდი ინგლისელი მწერლისა და შესანიშნავი სათავგადასავლო რომანების ავტორის – ტომას მაინ რიდისთვის (1818-1883 წლები).ძველი ჭრილობა,რომელიც მწერალმა მექსიკელებთან წარმოებული ერთ-ერთი ბრძოლისას მიიღო,აუტანელი ტკივილებით ტანჯავდა მას.ეს ოდესღაც უმამაცესი და უმარდესი მხედარი ახლა ყავარჯნებით ძლივს გადაადგილდებოდა და ერთადერთ ნუგეშად ისევ თავისი გმირების – უშიშარი და პატიოსანი ადამიანების – ცხოვრებაღა შემორჩენოდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,გამოჩენილმა შოტლანდიელმა მწერალმა და პოეტმა – სერ უოლტერ სკოტმა,დიდი ქალაქებისაგან მოშორებით,ბუნების წიაღში შუასაუკუნეობრივი კოშკი აიგო,რათა ასე ეცადა იმ განწყობილებით ეცხოვრა და ესუნთქა,რითაც მისი რომანების მრავალრიცხოვანი გმირები ცხოვრობდნენ.უოლტერ სკოტის მსგავსად მოიქცა მაინ რიდიც.მან ლონდონის მახლობლად ძველი ესპანური “ასიენდა” აიშენა,რომელიც თავის მხრივ,ძალიან ჰგავდა ტეხასში არსებულ და მის მიერ ნანახ სახლებს.რიდმა სკოტის მსგავდავე გადაწყვიტა თავისი რომანების გმირების – უშიშარი მონადირეებისა და მეომრების – ცხოვრებით ესუნთქა,რათა ამით უფრო მიახლოვებოდა მათ განწყობილებებს,ქმედებებსა და ურთიერთობებს.
65 წლის ასაკში მყოფი დაინვალიდებული დიდი ინგლისელი მწერალი – ტომას მაინ რიდი აღესრულა 1883 წლის 22 ოქტომბერს ლონდონში.იგი დაკრძალული იქნა იმავე ქალქში განთავსებულ – “კენსალ-გრინის სასაფლაოზე”,სადაც დღეისათვის განისვენებენ ისეთი ცნობილი ადამიანები,როგორებიც გახლდნენ – ლუი ლუსიენ ბონაპარტი,ფრედი მერკური,უილიამ თეკერეი,უილკი კოლინზი,ენტონი ტროლოპი და სხვები. – (ავტორი გენია.ჯი)