დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
1834 წელს ინგლისში გამოიცა ეგრეთ წოდებული “ღარიბთა კანონი”,რომლის ძალითაც უმუშევრებს ყოველგვარი ადამიანური უფლებები ეკვეცებოდათ და ისინი იგზავნებოდნენ სპეციალურად დაარსებულ – “მუშათა სახლებში”.ერთადერთი,რითაც უმუშევარ ადამიანებს სახელმწიფო სოციალური დახმარების აღმოჩენას პირდებოდა,სწორედ “მუშათა სახლებზე” გადიოდა.ხელისუფლება უმუშევრებს მოუწოდებდა,რომ საცხოვრებლად ოჯახებითურთ – “მუშათა სახლებში” გადაბარგებულიყვნენ.სხვა შემთხვევაში ისინი ქვეყნის ბიუჯეტიდან ვერანაირ სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებდნენ.მიუხედავად უკიდურესი სიღატაკისა და სოციალური პირობების გამოჯობესების დაპირებისა სახელმწიფოს მხრიდან,აღნიშნულ დაწესებულებებს ბრიტანელი უმუშევრები მაინც კეთროვნებივით გაურბოდნენ.დაასახელეთ ის მიზეზი,რის გამოც არიდებდნენ თავს “მუშათა სახლებში” გადაბარგებას ბრიტანელი უმუშევრები და ღატაკები? – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: “მუშათა სახლები” ფაქტობრივად – ციხეებს წარმოადგენდა თავისი ზედამხედველებით და შიდაგანაწესითურთ,რის გამოც ბრიტანელი უმუშევრები (განსაკუთრებით ახალგაზრდები) მაქსიმალურად ერიდებოდნენ იქ მოხვედრას.სწორედ ამიტომ იქცა”მუშათა სახლები” მხოლოდ და მხოლოდ ხანდაზმული ღატაკების თავშესაფრად. – (ავტორი გენია.ჯი)