რობერტ ბერნსი – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,გენიალური შოტლანდიელი პოეტი და ლირიკოსი - რობერტ ბერნსი (1759-1796 წლები) ერთობ თავისუფალი ცხოვრების წესით გამორჩეული პიროვნება გახლდათ.მას სამი უკანონო ქალიშვილი შეეძინა სხვადასხვა ქალბატონებთან დამყარებული ხანმოკლე ურთიერთობების შედეგად. 1787 წელს ბერნსი თავის ძველ შეყვარებულ ქალზე – ჯინი არმორზე დაქორწინდა,რომელთან თანაცხოვრებაში წყვილს ხუთი შვილი გაუჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,რობერტმა ხანგრძლივი მოგზაურობა განახორციელა შოტლანდიის ისეთ ისტორიულ ადგილებში,რომლებიც თავისი ხალხის ძველ დიდებასა და დამოუკიდებლობისათვის გმირულ ბრძოლებთან იყო დაკავშირებული.მოგზაურობიდან ედინბურგში დაბრუნებული დიდი შოტლანდიელი პოეტი მშობლიურ სოფელ ალოუეში წასვლას სულმოუთქმელად ესწრაფოდა,რათა თავის საყვარელ ჯინსა და ბავშვებს დაბრუნებოდა.მაგრამ ამ გადაწყვეტილების განხორციელებაში მას ხელი ერთმა “გაუთვალისწინებელმა” სასიყვარულო თავგადასავალმა შეუშალა.ედინბურგში ყოფნისას რობერტი შეხვდა მომხიბლავი გარეგნობის მქონე ქვრივ ქალს – ნენსი მაკლიოზს.თავისუფალი ცხოვრების წესის მიმდევარ პოეტს ქალი პირველი ნახვისთანავე შეუყვარდა და მას ერთი მშვენიერი ლექსიც მიუძღვნა.ეს იყო ყველაზე უცნაური სიყვარული ბერნსის ცხოვრებაში.ქალი მტკივნეულად განიცდიდა ამ გატაცებას.მას ცოდვად მიაჩნდა ცოლშვილიანი კაცის შეყვარება.შეყვარებული წყვილი ყოველი შეხვედრისას მწარედ ნანობდა ამ შეხვედრას და ფიცავდნენ,რომ ამის მეტად აღარ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.მაინც ხვდებოდნენ,თითქმის ყოველდღიურად. და ყოველდღიურადვე სწერდნენ ერთმანეთს მხურვალე სიყვარულისა და მწარე სინანულის შემცველ წერილებს.კარგა ხანს გაგრძელდა რობერტ ბერნსისა და ნენსი მაკლიოზის ეს გატაცება.რამდენიმე ხანში ბერნსს აუწყეს,რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.დადგა განშორების დღე.ამჯერად მიჯნურებმა დაუფარავად აღუთქვეს ერთმანეთს,კვლავ მალე შევხვდებითო.მაგრამ ისინი მეტად აღარ შეხვედრილან.რამდენიმე ხნის შემდეგ ედინბურგში მოკლე ხნით ჩასულ პოეტს ქალი დაემალა და აღარ გამოუჩნდა.ასე დასრულდა რობერტ ბერნსის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე უცნაური სიყვარულის ისტორია. – (ავტორი გენია.ჯი)