უილიამ მორისი – “ეპიზოდი”
ისევე როგორც მრავალ გენიოსს,პრერაფაელისტების მეორე თაობის გენიალურ ინგლისელ მხატვარს,პოეტსა და გამომცემელს – უილიამ მორისსაც (1834-1896 წლები) ერთი მეტად უცნაური და შეიძლება ითქვას,ძალიან ცუდი თვისება ახასიათებდა. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,მორისი კარგი კერძების მცოდნე და მოყვარულ პიროვნებას,ანუ - გურმანს წარმოადგენდა.შესაბამისად,იგი ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა იმ კერძებს,რომელსაც მიირთმევდა.იმ შემთხვევაში,თუკი მისთვის განკუთვნილი კერძი უილიამს არ მოეწონებოდა,სადაც არ უნდა ყოფილიყო იგი (თუნდაც სტუმრად),გაგულისებული და გაბრაზებული ხელოვანი არ ერიდებოდა “დაწუნებული” კერძი ფანჯრიდან გადაეღვარა.მორისის ეს თვისება კარგად უწყოდა მისმა ოჯახმა,რის გამოც მისი მეუღლე – ჯეინ ბიორდენი მაქსიმალურად ცდილობდა მეუღლისათვის ყველა საჭირო ინგრედიენტით გაჯერებული კერძები მოემზადებინა და მიერთმია. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯეინ ბიორდენი