“დამაკვირდი”

1. “ეჰ, ნეტავ ისე გვიყვარდეს მართალი ადამიანი, როგორც ღმერთს უდიდესი ბოროტმოქმედი უყვარს!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. “თუ გინდა ამოიყვანო ლაფში და სიბინძურეში ჩაფლული ადამიანი,ნუ გგონია,რომ ხელის გაწვდენა იყოს საკმარისი.შენ უნდა ჩახვიდე მასთან ლაფში და სიბინძურეში.აქ მაგრად შემოაჭდო ხელები და შენს თავთან ერთად ამოათრიო სინათლისკენ”.- რაბი შლომო

* * *

3. “გამოცდილებით ვიცით,რომ ადამიანური ფასი ხშირად წარმავალს უფრო ადევს,სწორედ იმის გამო,რომ წარმავალია და, ამდენადვე განუმეორებელი”. – ზურაბ კიკნაძე

* * *

4. “იცოდეთ,რომ მთელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც ყველაზე მარტოა”. – ჰენრიკ იბსენი

* * *

5. “ერთადერთი ის შეუძლია სახელმწიფოს,რომ თავის მოქალაქეებს მოერიოს.სხვა ყველაფერში უძლურია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. “ერთადერთი,რაც ღვთის ნებას ზღუდავს,ეს ადამიანის ნებაა”.

* * *

7. “კანონით გეკუთვნის,მაგრამ კაცობით არ გეკუთვნის”. – (ქართული სამართალი)

* * *

8. “როგორც ოკეანის წყალს აქვს ერთი გემო – გემო მარილისა,ასე ჩემს რელიგიასაც ერთი გემო აქვს – გემო ხსნისა”. – ბუდა

* * *

9. “ბედნიერია ნანგრევი,რომელსაც უკეთესი აღმშენებლობა ელის”. – ამბროსი მედიოლანელი

* * *

10. “გაექექცით ადამიანებს და გადარჩებით”. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>