ფილიპ დორმერ სტენჰოპ ჩესტერფილდი წერდა…

“გახსოვდეთ,რომ მცდარი აზრი,როგორი უხეშიც არ უნდა იყოს,თუკი გულწრფელია,უნდა სიბრალულს იწვევდეს ჩვენში და არა დაცინვას.გონებით ბრმა ადამიანი ისეთივე საცოდავია,როგორც თვალდავსებული და თუ ან ერთი,ან მეორე პირდაპირ გზას ასცდება,იგი არც დამნაშავეა და არც სასაცილო.ლმობიერება მოითხოვს,ჭეშმარიტების გზაზე დავაყენოთ,ლმობიერებავე გვიკრძალავს თავზე უბედურება დამტყდარი კაცის დასჯას ან გაკილვას.ყველა ადამიანს გააჩნია გონება,რომელიც მას წარმართავს და სურვილი იმისა,სხვებმაც შენსავით იმსჯელონ,იმას წააგავს,რომ ადამიანი ეძებს სიმართლეს,მაგრამ მხოლოდ ღმერთმა იცის,ვინ იპოვა იგი. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ,უსამართლობაა ვდევნიდეთ,ან თუნდაც დავცინოდეთ ვინმეს იმ მრწამსისათვის,რომელიც თავისი გონების შესაბამისად გამოუმუშავდა და არც შეიძლებოდა სხვაგვარი ჰქონოდა.

დამნაშავეა იგი,ვისი სიტყვაც და მოქმედებაც შეგნებულ სიცრუეს წარმოადგენს და არა ის,ვისაც გულწრფელად და ალალად სწამს თავისი ნათქვამი.მართლაცდა,არაფერი არ მიმაჩნია უფრო დიდ დანაშაულად,სიმდაბლედ და დაცინვის ღირსად,ვიდრე სიცრუე.იგი ღვარძლიანობის,სიმხდალისა და პატივმოყვარეობის ნაყოფია,მაგრამ,როგორც წესი,ვერც ერთი ამ გრძნობათაგანი ვერ აღწევს მისი საშუალებით მიზანს,რადგან,ადრე თუ გვიან,ყოველგვარ სიცრუეს ეფინება ნათელი.თუ ვიცრუე იმისთვის,რომ ზიანი მივაყენო ვინმეს კარიერას ან კარგ სახელს,შეიძლება დროებით მივაღწიო ამას,მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას,რომ საბოლოოდ მაინც მე გამოვალ დაზარალებული,ვინაიდან,როგორც კი ტყუილი გამოაშკარავდება (და ეს უეჭველად ასე მოხდება),გამკიცხავენ სიმდაბლისათვის და, რაც აღარ უნდა ვთქვა,ამ კაცის დამძრახავი,სრული ჭეშმარიტებაც რომ იყოს იგი,ცილისწამებად ჩამითვლიან.თუ ვიცრუებ,ან კიდევ მივმართავ ორაზროვნებას,რაც  ერთიდაიგივეა,ჩემი ნათქვამის ან მოქმედების გასამართლებლად და ამით შევეცდები თავიდან ავირიდო საფრთხე და სირცხვილი,მაშინვე გავცემ ჩემს შიშსაც და სიცრუესაც და ამგვარად კი არ ავცდები ამ საფრთხესა და სირცხვილს,პირიქით,გავაძლეიერებ ერთსაც და მეორესაც,თანაც უნამუსო,სულმდაბალი პიროვნება გამოვჩნდები და დარწმუნებული უნდა ვიყო,ასეთი დავრჩები ყველას თვალში სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>