“სინდო რენმეი” – (ეპიზოდი)
1940-იან წლებში ბრაზილიაში მაცხოვრებელმა იაპონელმა ემიგრანტებმა ჩამოაყალიბეს ტერორისტული ორგანიზაცია,სახელწოდებით – “სინდო რენმეი”.აღნიშნულ ორგანიზაციაში გაწვრიანებული გახლდნენ ის იაპონელები,რომლებსაც არ სჯეროდათ,რომ მათმა ქვეყანამ მეორე მსოფლიო ომში მარცხი განიცადა და კაპიტულაცია გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი იაპონიის იმპერიის მიმართ ლოიალურობას გამოხატავდნენ და იაპონიის იმპერიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადებას ამერიკულ პროპაგანდას მიაწერდნენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ბრაზილიაში მაცხოვრებელ იმ იაპონელებზე,რომელთაც რეალობის აღქმა არ ჰქონდათ დაკარგული და კარგად უწყოდნენ იაპონიის მარცხი ომში,ორგანიზაციის წევრები მასიურ ფსიქოლოგიურ ტერორს ახდენდნენ.ისინი აიძულებდნენ მათ – ან დაეჯერებინათ ის,რომ იაპონელები არასოდეს არავის ნებდებიან და შესაბამისად,ომიც არ წაუგიათ,ან კიდევ – სეპუკუს (რიტუალური თვითმკვლელობის აქტი) საშუალებით გამოთხოვებოდნენ წუთისოფელს.სხვა შემთხვევებში ორგანიზაციის წევრები თავიანთ მსხვერპლს თავადვე სჯიდნენ.
მას შემდგომ,რაც ბრაზილიაში “სინდო რენმეი”-ს წინააღმდეგ იქნა ჩატარებული დიდი სამხედრო-საპოლიციო ოპერაცია (რასაც თან დიდი მსხვერპლი მოყვა),ორგანიზაციის დაკავებულმა წევრებმა განაცხადეს,რომ ყველა მკვლელობა,რომელიც მათ მიერ იყო ჩადენილი,იაპონიის იმპერატორის წინაშე აღებული ვალდებულების ნაწილი იყო.გარდა ამისა,ხაზი გასუვეს იმასაც,რომ მათი ქმედებები ბრაზილიელი ხალხის წინააღმდეგ არ ყოფილა მიმართული. (ავტორი გენია.ჯი)