რა დამსახურებები ასოცირდება ალექსანდრე VI-ს სახელთან?
რამდენადაც დაუნდობელი,გარყვნილი და უპრინციპო არ უნდა ყოფილიყო რომის რიგით 214-ე პაპი – ალექსანდრე VI (1431-1503 წლები),ის უნიკალური დამსახურებები,რომელიც პირადად მის სახელთან ასოცირდება,ნამდვილად არ უნდა მიეცეს დავიწყებას. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ,ერისკაცობაში – როდრიგო ბორჯიად წოდებულის უშუალო დამსახურებაა მსოფლიო კულტურაში განხორციელებული ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენების განვითარება,რომელთა გარეშეც თანამედროვე სამყაროს ხილვა ყოვლად წარმოუდგენელი რამ იქნებოდა.მასვე უკავშირდება უამრავი ხელოვნების შედევრი-ნიმუშის შექმნა-გადარჩენაც.
ალექსანდრე VI – შვიდი შვილის მამა; თავის შვილს – ჩეზარეს დახმარება აღმოუჩინა იტალიაში შეჭრისას; წამლავდა და ამ გზით იცილებდა თავის მტრებს; ვატიკანში ორგიების მომწყობი; უზნეობისა და ღალატის სიმბოლო…
როგორც ცნობილია,რენესანსის ეპოქის გენიალურმა იტალიელმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ – ნიკოლო მაკიაველმა თავის განუმეორებელ პოლიტიკურ ტრაქტატში – “მთავარი” (დაწერილი 1513-1532 წლებში),რომელიც ერთგვარ სამაგიდო წიგნად იქცა ნაპოლეონისათვის,მუსოლინისათვის,ბილ კლინტონისათვის და სხვა ცნობილი პოლიტიკოსებისათვის,ეტალონ მმართველად ალექსანდრე VI-ს ვაჟი – ჩეზარე ბორჯია გამოიყვანა. 1500-იან წლებში მაკიაველმა დეტალურად შეისწავლა ჩეზარეს პოლიტიკური იდეები,მისი ტაქტიკა (რომლითაც მოხიბლული იყო მაკიაველი) და ქმედებები.შედეგად მან დაწერა პოლიტიკური ტრაქტატი,რომლის გაცნობამაც მსოფლიო ისტორია ფორმირებული იქნა ადამიანების მიერ.
ალბათ ბევრმა არ იცის: რომ არა ალექსანდრე VI, არ იარსებებდა ლეონარდო და ვინჩის მიერ შექმნილი თანამედროვე სამყაროს ყველაზე ცნობილი შედევრი-ტილო – “მონა ლიზა”,რომლის თვალის შესავლებადაც ათიათასობით ხელოვნების მოყვარული დადის დღემდე.იმ პერიოდში,როდესაც იტალიაში ჩეზარე ბორჯია შეიჭრა,და ვინჩი რომის პაპის არქიტექტორისა და სამხედრო ინჟინრის ფუნქციებს ასრულებდა.სწორედ ჩეზარემ გასცა წერილობითი განკარგულება და ვინჩი აპენინის მთებში გამგზავრებულიყო.მუშობის პროცესში კი მისთვის ხელის შეშლა ყველას ეკრძალებოდა.ასე შეიქმნა – “ჯოკონდა”-ს ფონად აპენინის მთების პეიზაჟი.შესაბამისად,გამოდის,რომ ბორჯიებმა მიანიჭეს ლეონარდოს ის შემოქმედებითი თავისუფლება,რომლითაც მხატვარმა მაქსიმალურად ისარგებლა.
მაკიაველისა და და ვინჩის ქმნილებების განადგურება სურდა რომის პაპს – იულიუს II-ს.მისი ნება გახლდათ,რომ ყოველივე გაენადგურებინათ,რაც დაკავშირებული გახლდათ ალექსანდრე VI-ს სახელთან.თუმცა,საბედნიეროდ,ვერც მაიკაველმა და ვერც და ვინჩიმ ვერ მოასწრეს თავიანთი შედევრების შექმნა ალექსანდრეს გარდაცვალებამდე.აღნიშნულმა ფაქტმა კი თავის მხრივ,იხსნა კიდეც ისინი განადგურებისაგან.მათგან განსხვავებით,იულიუსს ვერ გადაურჩა დიდი იატლიელი მხატვრის – პინტურიკიოს შემოქმედება,რომელმაც ალექსანდრეს ბრძანებით უნიკალურად მოხატა პაპის აპარტამენტები.ექსტრავაგანტული რელიგიური სიუჟეტებით გაჯერებული პინტურიკიოს ფრესკები შავი საღებავით იქნა გადაღებილი,რათა ამ გზით ამოეშანთათ ბორჯიების კვალი ვატიკანში.მხოლოდ 400 წლის გასვლის შემდეგ, 1889 წელს ვატიკანის არქივების გახსნის შედეგად გახდა ცნობილი ეს ფაქტი ფართო საზოგადოებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
პინტურიკიოს ტილო – “აღდგომა” გახლდათ ის პირველი სურათი,რომელზეც გამოსახული იყვნენ ინდიელები.”ახალი მსოფლიოს” აღმოჩენის შემდეგ,ქრისტეფორე კოლუმბმა აწარმოა საიდუმლო დღიური,სადაც ყოველმხრივ გახლდნენ აღწერილი ამერიკაში მაცხოვრებელი ინდიელები: მათი ფიზიკური და გარეგნული მონაცემები,ზნე-ჩვეულებები და ასე შემდეგ.მოგვიანებით,კოლუმბის საიდუმლო დღიური ხელში ჩაუვარდა ალექსანდრე VI-ს.მან ქრისტეფორეს დღიური პინტურიკიოს გააცნო და ამით საშუალება მისცა ჩანაწერებში აღწერილი ახლად აღმოჩენილი ხალხი ს ტილოზე ასახვისა.სწორედ ასეთი მეთოდით გახდა პირველი ამერიკელი ინდიელის გამოსახულება ევროპელთათვის ცნობილი,რომელიც თავის მხრივ,კვლავაც რომ ბორჯიების და ალექსანდრე VI-ს სახელთან ასოცირდება.
მსოფლიო დღეს აბსოლუტურად სხვა იქნებოდა,რომ არა ესპანელთა მიერ ამერიკის კოლონიზაცია.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ ესოდენ მნიშვნელოვან მოვლენას განხორციელება არ ეწერა რომის პაპის – ალექსანდრე VI-ის ნების გარეშე. 1493 წელს ესპანეთში კოლუმბის დაბრუნებისთანავე,ალექსანდრემ გამოსცა პაპის ბულა,სადაც “ახალი მსოფლიო” ესპანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა.სამაგიეროდ,ესპანელებმა საკუთარ თავზე აიღეს ამერიკაში მაცხოვრებელ ინდიელებში ქრისტიანობის გავრცელება.ცნობილია,რომ ესპანელთა მიერ პაპის წინაშე აღებულ ვალდებულებას უამრავი ინდიელის სიცოცხლე ემსხვერპლა საბოლოო ჯამში.შესაბამისად,ალექსანდრეს გადაწყვეტილებით იქნა შეცვლილი გეოგრაფია და ძალთა ბალანსი მსოფლიოში.
შოტლანდიაში განთავსებული “აბერდინის უნივერსიტეტი”,რომლის კურსები ხუთმა ნობელიანტმა დაასრულა,ვერ იფუნქციონირებდა,რომ არა ალექსანდრე VI. 1495 წელს შოტლანდიის მეფემ – ჯეიმზ IV-მ თხოვნით მიმართა რომის პაპს,რათა მას უფლება დაერთო აბერდინის უნივერსიტეტის აგებაზე.პაპმა არა მხოლოდ პაპის ბულა გამოსცა აღნიშნულ საკითხზე,არამედ დალოცა კიდეც აბერდინის უნივერსიტეტი.სწორედ ამის შემდგომ ჩაეყარა ამ უდიდეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საფუძველი.
თავდაპირველად,რომის იმპერატორის – კონსტანტინეს სურვილი იყო,არქიტექტურის ერთერთი უდიადესი მშვენება – “წმინდა პეტრეს ტაძარი” სხვა ადგილას აგებულიყო,თუმცა ამის წინააღმდეგ გამოვიდა ალექსანდრე VI.შედეგად,ეს ბრწყინვალე ქრისტიანული ტაძარი აიგო იქ,სადაც დღეს დგას და ამაში ლომის წვლილი ალექსანდრეს მიუძღვის.აქვე შევნიშნოთ,რომ მიქელანჯელო ტაძარში საწარმოაბელ სამუშაოებზე სწორედ რომ ალექსანდრე VI დაითანხმა.
გენიალური რაფაელ სანტისა და მისი შემოქმედების ყველაზე დიდი მფარველი ხელოვნებაზე ფანატიკურად შეყვარებული – ალექსანდრე გახლდათ.ერთერთი ვერსიით რაფაელმა რომის პაპის ქალიშვილი – ლუკრეცია,თავის სურათზეც აღბეჭდა.
ბორჯიების გვარი უკვალოდ არ გამქრალა,რადგან ალექსანდრეს ქალიშვილი – ლუკრეცია უამრავი ევროპელი მონარქისა თუ დიდებულის წინაპარი გახდა. – (ავტორი გენია.ჯი)
ჩეზარე ბორჯია
ლუკრეცია ბორჯია