რამდენიმე ფაქტი სკოლების შესახებ…
“გამრავლების ტაბულა”,რომელსაც მსოფლიოს ყველა სკოლაში გამოიყენებენ,ძველ ჩინეთში იქნა გამოგონებული.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი უძველესი “გამრავლების ტაბულის” ასაკი – 4 000 წელია და იგი არა ძველი ჩინური,არამედ ძველი ბაბილონურია.ცნობისათვის,ძველი ბაბილონური “გამრავლების ტაბულა” სკოლებში არ გამოიყენება. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ბრაზილიაში სასწავლო დღე მოსაწვლეებისათვის დილის – 7 საათზე იწყება.
* * *
ყოველ იაპონურ სკოლაში მოღვაწეობს – დიეტოლოგი.
* * *
საბჭოთა კავშირში პირველი “ოქროს მედალი” წარჩინებული სწავლისათვის გაცემული იქნა 1945 წელს.მისი მფლობელი გახდა რუსი მოსწავლე – ევგენი შუკინი,რომელიც მოგვიანებით სახელოვანი მეცნიერების დოქტორი გახდა.
* * *
გერმანიაში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად,სკოლის ადმინისტრაციას სრული უფლება აქვს ფულადი ჯარიმით დასაჯოს იმ მოსწავლეთა მშობლები,რომლთა შვილებიც არასაპატიო მიზეზით გააცდენენ სკოლას.
* * *
ლათინური ამერიკის ქვეყნებში ინგლისურ ენას ბავშვებს მეოთხე კლასიდან ასწავლიან.
* * *
ინდოეთში ბავშვები სკოლაში სწავლას 4 წლის ასაკიდან იწყებენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
ინდონეზიის სკოლებში პედაგოგთა უდიდესი ნაწილი – 30 წლამდე ასაკის მქონე ადამიანია.
* * *
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სკოლეში თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა – 40 წუთით განისაზღვრება.
* * *
პირველი “გამოცანები” და”თავსატეხები”,როგორც ერთერთი საგანმანათლებლო საშუალებები,შემუშავებლი იქნა გამოჩენილი ინგლისელი კარტოგრაფისა და გრავიორის – ჯონ სპილსბერის მიერ 1766 წელს.
* * *
სასწავლო წელი 1 იანვარს მსოფლიოს 43 ქვეყანაში იწყება. – (ავტორი გენია.ჯი)