ამონარიდი ჯონათან სვიფტის ტეტრალოგიიდან – “გულივერის მოგზაურობა”
“ხანდახან ომებს იწვევს მეფეთა პატივმოყვარეობა: მათ ხომ სულ ჰგონიათ,რომ არც საკმაო ხალხი ჰყავთ სამართავად და არც საკმაო მიწა გაგვაჩნია; ხანდახან გათახსირებული მინისტრები აბამენ ომში მეფეებს,რათა ამით ჩაახშონ ანდა გეზი შეუცვალონ სახელმწიფო მოხელეების წინააღმდეგ მიმართულ ხალხის ფართო მასების სამართლიან უკმაყოფილებას. (ავტორი გენია.ჯი) შეხედულებათა სხვადასხვაობასაც მილიონობით მსხვერპლი შეუწირავს.მაგალითად,ხორცია პური თუ პურია ხორცი; ამა თუ იმ ხილის წვენი სისხლია თუ ღვინო; სტვენა ცოდვაა თუ მადლი; რა სჯობს: აკოცო შეშის ნაჭერს თუ ცეცხლში შეაგდო; რა ფერის ხიფთანია უკეთესი: შავი,თეთრი,წითელი თუ ნაცრისფერი,ან გრძელი უნდა იყოს იგი თუ მოკლე,ვიწრო თუ ფართო,ჭუჭყიანი თუ სუფთა და ასე შემდეგ.არც ერთი ომი ისე მძვინვარე და ხანგრძლივი არ არის,როგორც იგი,რომელიც შეხედულებათა განსხვავებითაა გამოწვეული,განსაკუთრებით,თუ ეს განსხვავება სრულიად უმნიშვნელო საგანს შეეხება”.
ზოგჯერ ორ მეფეს შორის ომი მიმდინარეობს იმისთვის,რათა გაარკვიონ,რომელმა მათგანმა უნდა წაართვას მესამე მეფეს სამფლობელო,რომელზეც არც ერთს გააჩნია რაიმე უფლება და არც მეორეს; ხანდახან ერთი მეფე ეომება მეორე მეფეს იმისათვის,რომ ეშინია თვითონ მას არ დაუწყონ ომი; ხანდახან ომი იწყება იმის გამო,რომ მოწინააღმდეგე მეტისმეტად ძლიერია,ხანდახან კი იმის გამო,რომ იგი მეტისმეტად სუსტია; ზოგჯერ მეზობლებს უნდათ ის,რაც ჩვენ გვაქვს,ანდა ის,რაც ჩვენ გვჭირდება და ჩვენ შორის ომი მანამდე გრძელდება,ვიდრე რომელიმე ჩვენგანი წადილს არ აისრულებს; უაღრესად სამართლიანად ითვლება,ომი გამოუცხადო და შეესიო იმ ქვეყანას,რომლის მოსახლეობა თითქმის მოსრა შიმშილობამ,შავმა ჭირმა,ანდა ურთიერთშორის სისხლისმღვრელმა ბრძოლებმა.ასევე სამართლიანია ომი უახლოეს მოკავშირეებთან,თუ მათი რომელიმე ქალაქი ჩვენთვის ხელსაყრელ ადგილზეა მოთავსებული,ანდა,თუ მათი მიწის რომელიმე ნაწილი ჩვენს სამფლობელოს დაამრგვალებდა ან გაამთლიანებდა.თუ რომელიმე მეფე შეუსევს თავის მრავალრიცხოვან ლაშქარს რომელიმე ღარიბ და გაუნათლებელ ქვეყანას,მას სრული უფლება აქვს,მოსახლეობის ნახევარი გაჟლიტოს,მეორე ნახევარი კი დაიმონოს,რათა მოახდინოს მათი ცივილიზება და გადააჩვიოს ისინი ბარბაროსულ ცხოვრებას.ფართოდაა გავრცელებული აგრეთვე ერთი უაღრესად მეფური და კეთილშობილური საქციელი: როდესაც რომელიმე მეფეს მტერი შემოესევა და იგი თავისი ძალებით ვერაფერს გახდება,რომელიმე მეგობრულად განწყობილ მეფეს მოუხმობს საშველად,ეს უკანასკნელი კი შემოსული მტრის განდევნის შემდეგ,მთელ იმ სამეფოს თვითონ დაისაკუთრებს,ხოლო მეფეს,რომელმაც დასახმარებლად მიიწვია,მოკლავს,დაამწყვდევს,ანდა თავისი სამშობლოდან გააძევებს.სისხლით ანდა ქორწინებით ნათესაობა ხშირად ხდება მეფეთა შორის ომის მიზეზი; რაც უფრო ახლო ნათესავები არიან ისინი,მით უფრო ხშირად ეომებიან ერთიმეორეს.ღარიბი ერები მშივრები არიან,მდიდარი ერები კი ამაყნი.შიმშილი და სიამაყე კი გვერდიგვერდ ვერ თავსდებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)