იცით თუ არა,რომ
1. გამოჩენილმა რუსმა პოეტმა,პროზაიკოსმა და კომპოზიტორმა – ბულატ ოკუჯავამ (1924-1997 წლები) იტალიელი ჟურნალისტებისათვის მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში,გენიალურ ქართველ პოეტს – გალაკტიონ ტაბიძეს – “მეოცე საუკუნის უდიდესი პოეტი” უწოდა. - (ავტორი გენია.ჯი)
2. მრავალწლოვანი,ბალახოვანი,ტროპიკული მცენარე მარცვლოვანი ოჯახისა – შაქრის ლერწამი,რომლიდანაც შაქარს იღებენ,მსოფლიოს 110 ქვეყანაში ხარობს,თუმცა მის სამშობლოდ წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით განთავსებული ტროპიკული კლიმატის მქონე რეგიონები მიიჩნევა.
3. პარიზის გარეუბანში განთავსებული საფრანგეთის მეფეების უნიკალური არქიტექტურის მქონე სადღესასწაულო სასახლე ვერსალში – “ვერსალის სასახლე” და მისი ბაღი, 1979 წელს “იუნესკომ” მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა.ცნობისათვის,აღნიშნულ სასახლეში დაიბადნენ საფრანგეთის შემდეგი მეფეები – ლუი XV, ლუი XVI, ლუი XVIII და შარლ X. გარდა ამისა,ვერსალშივე იქნა დაბადებული ლუი XIV-ს შვილიშვილი და ესპანეთის მეფე – ფილიპე V.
4. “ფედერერ-ექსპრესად” და “მეფე-როჯერად” წოდებული გენიალური შვეიცარიელი ჩოგბურთელი და “დიდი შლემის” სახელოვანი ტურნირის 17-გზის გამარჯვებული – როჯერ ფედერერი არა მხოლოდ შვეიცარიის მოქალაქეა,არამედ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეცაა.მიუხედავად ამისა,იგი ყოველ საჩოგბურთო ტურნირზე შვეიცარიის სახელით ასპარეზობს.
5. თავდაპირველად,აშშ-ის საპრეზიდენტო რეზიდენციას – “თეთრ სახლს”, – “პრეზიდენტის სასახლედ” მოიხსენიებდნენ.ოფიციალური სახელწოდება – “თეთრი სახლი” აღნიშნულმა დაწესებულებამ თეოდორ რუზველტის მმართველობისას - 1901 წელს მიიღო. – (ავტორი გენია.ჯი)
6. ლანთანოიდების ჯგუფის ერთ-ერთი ელემენტის – დისპროზიუმის (ატომური ნომერი – 66) სახელწოდება ძველ ბერძნული წარმომავლობის მქონეა და “ძნელადმისაწვდომს” აღნიშნავს.
7. თანამედროვე ფორმა ამერიკულმა ერთ დოლარიანმა ბანკნოტმა – ფრანკლინ დელანო რუზველტის მმართველობის ჟამს – 1935 წელს მიიღო.
8. პირველი სამშენებლო ქვა აშშ-ის კაპიტოლიუმის მშენებლობის დაწყების წინ,სიმბოლურად, 1783 წლის 18 სექტემბერს ჩადო ამერიკის ლეგენდად ქცეულმა პრეზიდენტმა – ჯორჯ ვაშინგტონმა.
9. ვაშინგტონის ცენტრში განთავსებული “აბრაამ ლინკოლნის მემორიალის” გახსნას 1922 წლის 30 მაისს ლინკოლნის ცოცხლად გადარჩენილი ერთადერთი ვაჟი – რობერტ ტოდ ლინკოლნი დაესწრო (აბრაამს სულ ოთხი ვაჟი ჰყავდა).
10. ბრიტანული წარმომავლობის მქონე დიდი ამერიკელი კინორეჟისორისა და სცენარისტის – კრისტოფერ ნოლანის მიერ გადაღებული ყველა ფილმის პროდიუსერი მისივე მეუღლე – ემა ტომასია. – (ავტორი გენია.ჯი)