ოთხფოთლიანი სამყურა – “ეპიზოდი”
როგორც ცნობილია,ირლანდიის ერთ-ერთ სიმბოლოდ მიჩნეულია პარკოსანთა ოჯახის ერთწლოვანი ან მრავალწლოვანი მცენარე – სამყურა.ცნობილია ისიც,რომ ბუნებრივ პირობებში აღნიშნული მცენარის ერთ-ერთი ქვესახეობა – ოთხფოთლიანი სამყურა უიშვიათესი სახილველია (ათი ათას სამყურაზე მხოლოდ ერთი ოთხფოთლიანი სამყურა მოდის).ოთხფოთლიან სამყურას კელტები უძველესი ეპოქებიდანვე მიიჩნევდნენ წარმატების მომტან მცენარედ.ისინი დარწმუნებული იყვნენ,რომ მცენარის თითოეულ ფოთოლს თავისი დანიშნულება გააჩნდა.თუკი ოთხფოთლიანი სამყურას ერთი ფოთოლი – რწმენასთან ასწოცირდებოდა,მეორე,მესამე და მეოთხე ფოთლებს ისინი – წარმატებასთან,სიყვარულთან და იმედთან აასოცირდებდნენ.გარდა ამისა,კელტები იმაშიც ღრმად იყვნენ დარწმუნებულნი,რომ ოთხფოთლიანი სამყურა მფლობელს ბნელი ძალებისა და წარუმატებლობებისაგან იცავდა. – (ავტორი გენია.ჯი)