გაბრიელ გარსია მარკესი – “ეპიზოდი”

1962 წელს გენიალურმა კოლუმბიელმა მწერალმა-პროზაიკოსმა და ჟურნალისტმა – გაბრიელ გარსია მარკესმა (1927-2014 წლები) გამოაქვეყნა პარიზში ყოფნის პერიოდში დაწერილი თავისი პირველი რომანი – “ავბედითი საათი” (მანამდე მარკესს გამოქვეყნებული ჰქონდა მხოლოდ ნოველები და მოთხრობები).რომანის გამოქვეყნებიდან მალევე,მარკესმა ღვაწლმოსილი ესპანელი კრიტიკოსისაგან და ესეისტისაგან – გილერმო დე ტორესაგან წერილი მიიღო,რომელშიც ეწერა: “დაანებე,ბიძიკო,წერას თავი,არ არის რომანი შენი საქმე,რამე ისეთ ხელობას მოკიდე ხელი,რასაც მოერევიო”.

მიუხედავად ასეთი ცინიკური რჩევისა,მარკესი კიდევ უფრო მეტად დაკავდა ლიტერატურული მოღვაწეობით და “ავბედითი საათის” გამოქვეყნებიდან სულ რაღაც ხუთ წელიწადში (1967 წელი) გამოაქვეყნა რომანი – “მარტოობის ასი წელიწადი”,რომელმაც სამარადჟამოდ გაუთქვა სახელი ავტორს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>