შოთა ჩანტლაძე – “ეპიზოდი”
დიდებული იუმორის გრძნობით დაჯილდოებული ქართველი პოეტი და ფილოლოგი - შოთა ჩანტლაძე (1928-1968 წლები) ერთი ცნობილი ქართველი მწერლის შვილს გადაეკიდა: ბითურია მამაშენიო.ასჯერ მაინც გაუმეორა,ბითურია მამაშენიო.გაბრაზდა მწერლის ვაჟი: ბითური,სხვათა შორის,მამაშენი ანანიააო,უთხრა შოთას.ამაზე შოთას გაეღიმა: რა თქმა უნდა,ბითურიაო! მაგრამ მამაჩემი ანანია რომ ბითურია,ეს ამბავი მე და შენ ვიცით მარტო,მამაშენის ბითურობის ამბავი კი მთელმა ქვეყანამ გაიგოო! – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთავსებული ფოტო აღებულია საიტიდან – kvirispalitra.ge