როგორ აფრთხილებდა ჯონ მილტონი ოლივერ კრომველს?!

როგორც ცნობილია,გენიალური ინგლისელი პოეტი და უკვდავი პოემის – “დაკარგული სამოთხის” ავტორი – ჯონ მილტონი (1608-1674 წლები) თავისი ცხოვრების ადრეულ პერიოდში მოხიბლული გახლდათ ისეთი სახელოვანი ინგლისელი პოლიტიკური ლიდერის მოღვაწეობით,როგორიც გახლდათ – ოლივერ კრომველი (1599-1658 წლები).თუმცა ეს იყო მანამ,სანამ კრომველი დიდი ბრიტანეთის ფაქტობრივი ხელისუფალი არ გახდა.რესპუბლიკური იდეების დამკვიდრებისა და ხალხის თავისუფლებისათვის მებრძოლ კრომველს მილტონი  ქება-დიდებას ასხამდა,თუმცა-კი იქვე ერთობ წინასწარმეტყველურ გაფრთხილებასაც აძლევდა: “შენ,ვისაც ამდენი საშიშროებისათვის გაგისწორებია თვალი თავისუფლებისათვის ბრძოლის დროს,თვითონვე არ გამოიჩინო ძალმომრეობა,არც სხვას გაათელინო ფეხქვეშ ეს თავისუფლება!”

…თუ როგორ გაითვალისწინა ოლივერმა მილტონის გაფრთხილება,ეს მისი ბიოგრაფიიდანაც კარგად ჩანს.აქვე გავითვალისწინოთ ისიც,რომ მას შემდგომ,რაც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება კრომველმა აიღო ხელში,დიდ პოეტს მის შესახებ კრინტიც კი არ დაუძრავს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>