ჰელიოგაბალუსი – “ეპიზოდი”
218 წლის 8 ივნისს რომის იმპერატორის ტახტზე ავიდა სევერუსების დინასტიის 14 წლის ასაკში მყოფი – ჰელიოგაბალუსი (203-222 წლები).რომის ისტორიას მრავლად ახსოვს ტირანული,დიქტატორული,ავტორიტარული და სხვა საშინელი მანკიერი თვისებების მქონე მმართველები,მაგრამ მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მაინც – ჰელიოგაბალუსია. (ავტორი გენია.ჯი) მისი ხანმოკლე სიცოცხლე სკანდალებით გახლდათ დატვირთული და ამაში უმთავრესი წვლილი თავადვე ედო.დიდი რომაელი ისტორიკოსის – კასიუს დიონ კოქცეიანუსისა (153-235 წლები) და სხვა ცნობილი ავტორების გადმოცემების თანახმად,ერთობ გარყვნილი თვისებების მქონე ჰელიოგაბალუსმა სულ ექვსჯერ იქორწინა.მათ შორის ხუთჯერ მანდილოსანზე და რაოდენ ამაზრზენიც არ უნდა იყოს,ერთხელ – მამაკაცზე.თუკი ერთ-ერთ და ყველაზე სანდო ვერსიას ვენდობით,ჰელიოგაბალუსმა მამაკაცი ცოლად კი არ შეირთო,არამედ თავად “გათხოვდა” მასზე.იმპერატორის “რჩეულს” წარმოადგენდა ყოფილი მონა,სახელად – ჰიეროკლესი,რომელმაც დროთა განმავლობაში დიდი გავლენა მოიპოვა საიმპერატორო კარზე.კოქცეიანუსისავე მტკიცებით,რომის იმპერატორმა სასახლეში საროსკიპოს იმიტაცია მოაწყო,სადაც იგი სრულიად შიშველი ხვდებოდა სტუმრებს და მათ ქცევის ინსტრუქციებს უტარებდა.ცნობილია ისიც,რომ მამაკაცად დაბადებული ეს საძაგელი ახალგაზრდა მმართველი საკუთარ თავს ხშირად მოიხსენიებდა მანდილოსნად და ჰქონდა კიდეც ქცევის ისეთი “მონაცემები”,როგორიც სუსტი სქესის წარმომადგენლებს გააჩნიათ.მრავალი ავტორი ირწმუნება,რომ რომის ჯერ კიდევ ყმაწვილი იმპერატორი ქვეშევრდომებს ავალებდა,რომ საგულდაგულოდ მოეძიათ ისეთი ქირურგი,რომელსაც მისი ქალად ქცევა ძალუძდა ოპერაციის ჩატარების გზით.ჰელიოგაბალუსმა ეს “ნატვრა” ვერ აიხდინა,რადგან მის შეშლილობას ზღვარი 222 წლის 11 მარტს დაესვა: დედასთან ერთად მოკლეს შეთქმულებმა. – (ავტორი გენია.ჯი)