პერლ ბაკის ბიოგრაფიიდან…

პერლ ბაკი (1892-1973 წლები) – რომლის დაბადების გვარი გახლდათ – საიდენსტრიკერი,წარმოადგენდა დიდ ამერიკელ მწერალს და “ნობელის პრემიის” ლაურეატს ლიტერატურაში 1938 წელს.იგი იყო ქალიშვილი მისიონერის,რის გამოც მთელი ბავშვობის,ამასთანავე ახალგაზრდობის წლების ჩინეთში გატარება მოუწია,რაც არაერთხელ გადმოსცა მის მიერ დაწერილ ამა თუ იმ ნაწარმოებში. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოვლენების გამო ჩინეთში მას,არა როგორც ამერიკელ მწერალს,არამედ ჩინელ მწერალ ქალად მოიხსენიებენ დღემდე.პერლ ბაკის კალამს ეკუთვნის გახმაურებული რომანები,მათ შორის “მიწა” (მიენიჭა “პულიცერის პრემია”),”დიდი ტალღა”,”ბავშვი,რომელიც ვერ გახდა დიდი”,”ქალი-იმპერატორი” და სხვა რომანები.მისი პირადი ცხოვრებიდან აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ პერლ ბაკმა ითამაშა უდიდესი როლი “ბავშვთა შვილად აყვანის” მსოფლიო-საერთაშორისო ისტორიაში.სწორედ იგი გახლდათ პირველი ადამიანი,რომელმაც 1949 წელს დააარსა მსოფლიოში პირველი “ბავშვთა შვილად აყვანის” საერთაშორისო სააგენტო,სახელწოდებით “Welcome House”.განსაკუთრებული ყურადღება აღნიშნული ორგანიზაციისა,იმ ბავშვებისაკენ იყო მიპყობილი,რომლებიც ძირითადად აზიის ქვეყნებიდან იყვნენ წარმომავლობით. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდისათვის აზიელი ბავშვების შვილად აყვანა მეტად არაპოპულარული იყო ამერიკაში.თუმცა ამ სააგენტოს მეშვეობით აზიელი ბავშვების შვილად აყვანის ფაქტებმა საგრძნობლად მოიმატა.დღემდე არსებობს “პერლ ბაკის სახელობის ფონდი”,რომელიც ოფიციალურადაა სპეციალიზირებული,სხვადასხვა რასის და წარმომავლობის ბავშვების შვილად აყვანის პროცედურების უზრუნველყოფისათვის.