არგენტინის სახელმწიფო ჰიმნის შესახებ…
როგორც ცნობილია,სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყნის – არგენტინის სახელმწიფო ჰიმნი 1813 წლის 11 მაისს იქნა დამტკიცებული ქვეყნის გენერალური საკანონმდებლო საბჭოს მიერ.საინტერესოა ის გარემოება,რომ ეროვნული ჰიმნის ტექსტის ავტორი გახლდათ გამოჩენილი არგენტინელი მწერალი და პოლიტიკოსი – ვისენტე ლოპეს ი პლანესი,რომელიც 1827 წელს არგენტინის პრეზიდენტად იქნა არჩეული. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდგომ,რაც სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყანამ ესპანელთაგან დამოუკიდებლობა მოიპოვა,დღის წესრიგში დადგა ეროვნული ჰიმნის შექმნის აუცილებლობა.ჰიმნის ტექსტზე მუშაობა პლანესმა 1810 წელს დაიწყო.მუსიკის დაწერა კი დაევალა არგენტინაში მაცხოვრებელ ესპანელ კომპოზიტორს – ბლას პარერას.თუმცა,რადგანაც ჰიმნის ტექსტში ესპანელები აუგად იყვნენ მოხსენიებული,თავად ესპანური წარმომავლობის მქონე კომპოზიტორმა მუსიკის შექმნაზე შემკვეთებს უარი განუცხადა.მისმა უარმა არგენტინის ხელისუფლება იმდენად განარისხა,რომ პარერას სრულიად უაპელაციოდ დასდეს ბრალი სხვადასხვა დანაშაულში (მათ შორის მძიმე დანაშაულშიც),დააპატიმრეს და ციხეში გამოკეტეს.მალევე ქვეყნის ხელისუფლებამ პარერას ულტიმატუმი წაუყენა: იგი ან დაწერდა არგენტინის ეროვნული ჰიმნის მუსიკას,ან – სიკვდილით დაისჯებოდა.
ასეთმა საშინელმა პერსპექტივამ ციხის საკანში მყოფი კომპოზიტორი იძულებული გახადა ერთ ღამეში დაეწერა არგენტინის ეროვნული ჰიმნის მუსიკა,რის შემდგომაც იგი უმალვე იქნა განთავისუფლებული სასჯელთაღსრულების დაწესებულებიდან.შესაბამისად,სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ქვეყნის - არგენტინის სახელმწიფო ჰიმნის მუსიკა დაწერილი იქნა ესპანელი კომპოზიტორის მიერ იძულების წესით და ისიც ციხის საკანში. – (ავტორი გენია.ჯი)
ვისენტე ლოპეს ი პლანესი
ბლას პარერა