ვიეტნამში გამეფებული ცრურწმენა – “ეპიზოდი”
ისევე როგორც მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში,ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე განთავსებულ ქვეყანაში – ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაშიც არის გავრცელებული რამდენიმე ისეთი ცრურწმენა,რომელთაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადგილობრივები. (ავტორი გენია.ჯი) ერთერთი ასეთი ცრურწმენა ფოტოზე სამი ადამიანის აღბეჭდვასთან არის დაკავშირებული.კერძოდ,ვიეტნამელები მიიჩნევენ,რომ ფოტოზე სამი ადამიანის აღბეჭდვა ცუდი მოვლენის წინმსწრები მოვლენაა,რადგან სურათზე შუაში გამოსახული ადამიანის ახლო მომავალში გარდაცვალებას მოასწავებს.გასათვალისწინებელია ისიც,რომ თუკი ჩინეთსა და სხვა აზიურ ქვეყნებში ციფრი – 4 ასოცირდება წარუმატებლობასა და უბედურებასთან,ვიეტნამში ეს ფუნქცია ციფრ – სამს აქვს მინიჭებული.სწორედ ამიტომ ერიდება დღემდე ძველი ტრადიციებისა და გადმოცემების ერთგული სამი ვიეტნამელი ფოტოს ერთად გადაღებას. – (ავტორი გენია.ჯი)