“დამაკვირდი”

1. “მე ჯვარცმულ ქრისტეში მეფეს ვხედავ,რადგან მეფე თავს უნდა სწირავდეს თავისი ხალხისთვის”. – იოანე ოქროპირი

* * *

2. “ყოველი ადამიანი,თუ ის მართლაც გონებრივი სისუსტის მდგომარეობაში არ იმყოფება,განარჩევს მიზანს საშუალებისგან და გრძნობს,რომ საშუალება მიზნის მხოლოდ მომსახურე სფეროა.საღი აზრიც ეუბნება,რომ მიზანი ნამდვილად არ ამართლებს ყოველგვარ საშუალებას,უფრო მეტიც,უღირსი საშუალება აუფასურებს,ანადგურებს მიზნის ღირებულებებს”. – ზურაბ კიკნაძე

* * *

3. ” – ადამიანს თავისი თავი საიქიომდე ჰყოფნის”. – ნინო ქადაგიძე

* * *

4. “სევდას ფსკერი არ გააჩნია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

5. “თავის მოტყუებას ძვირად დაგვიჯენს ისტორიული ჭეშმარიტება, – აი,რით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. და თუ ჭეშმარიტება აუტანელია თავის სიმკაცრით,დაე,მოვკვდეთ,რადგან არ ვყოფილვართ ღირსი ჭეშმარიტებისა და, მაშასადამე,არც არსებობისა… რა საჭიროა არსებობა,თუკი რაიმე აზრს არ ვახორციელებთ.მამულიშვილობის გადაწყვეტა “ფიზიოლოგიური ემოციით” ყოვლად შეუძლებელია”. – არჩილ ჯორჯაძე

* * *

6. “ღმერთი დუმს,როცა ადამიანი არ უსმენს მის ხმას”.

* * *

7. “ბევრნი არიან ზრდილნი,დარბაისელნი,მცირედნი – მეომარნი”.

* * *

7. “ღმერთი ორნაირად მალავს თავის სახეს.ერთია,როცა ღმერთი იმალება ისე,რომ ძნელია მისი აღმოჩენა და მაინც ის,ვინც იცის,რომ ღმერთი იმალება,შეუძლია მიუახლოვდეს მას და იპოვოს იგი.სხვაა,როცა ღმერთი უმალავს ადამიანს თავად დამალვის ფაქტს და ამიტომაც მძებნელს არ შეუძლია იპოვოს იგი”. – მარტინ ბუბერი

* * *

8. “ადამიანი,რომელსაც თქვენ უყვარხართ,ყოველთვის იპოვის საშუალებას თქვენს გვერდით იყოს”. – მიხეილ ლერმონტოვი

* * *

9. “ცხოვრებაში მხოლოდ ერთი ბედნიერება არსებობს – გიყვარდეთ და უყვარდეთ!” – ჟორჟ სანდი

* * *

10. “პატიოსნება – ერთადერთი რამ არის,რომლისთვისაც ვერ მოიძებნა ღირსეული შემცვლელი”. – ნაპოლეონ ჰილი – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>