როგორი უჩვეულო მეთოდით დაკრძალეს – ლევ კარსავინი?
ლევ კარსავინი (1882-1952 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ რუს რელიგიურ ფილოსოფოსსა და ისტორიკოს-მედიაევისტს,რომელიც რამდენიმე ათეულ რუს მოაზროვნესთან ერთად 1922 წლის ნოემბერში ქვეყნიდან გერმანიაში იქნა გასახლებული. (ავტორი გენია.ჯი) ლიტვაში დამკვიდრებული კარსავინი საბოლოო ჯამში (1948 წელს) კომის ავტონომიურ ოლქში განთავსებულ აბეზის ინვალიდთა სპეცბანაკში მოხვდა და იქვე ჰპოვა აღსასრულიც.იქ,იმ ერთფეროვან და უსახურ ტუნდრაში,უღიმღამო მიწაში დამარხული დიდი რუსი მოაზროვნის სიკვდილის დღეს,ბანაკის საავადმყოფოში ერთერთ მსჯავრდებულს ფეხი მოკვეთეს.როგორც წესი,ამპუტირებულ სხეულის ნაწილებს იმავე სასაფლაოზე მარხავდნენ,თუმცა იმისათვის,რომ მჯავრედულის მოკვეთილი ფეხისათვის საფლავი არ გაეთხარათ (უბრალოდ, – დაეზარათ),კარსავინის კუბოში ჩადეს იგი და ასე დამარხეს ერთად ფილოსოფოსი და “ვიღაცის ფეხი”. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. მოგვიანებით,ამ მეტად უჩვეულო და უცნაურ მოვლენაზე ხუმრობდნენ: გაუმართლა კაცს,რომელსაც ფეხი მოჭრეს: ერთი ფეხით მაინც წევს ფილოსოფოსის საფლავშიო. – (ავტორი გენია.ჯი)