აშოკა – „რელიგიური შემწყნარებლობის ედიქტი”
გაერთიანებული ინდოეთის იმპერატორი ძვ.წ.აღ-ით 273-232 წლებში მაურიის დინასტიიდან – აშოკა (ძვ.წ.აღ-ით 304-232 წლები) ის პირველი მონარქი გახლდათ ისტორიაში, რომელმაც რელიგიური შემწყნარებლობის თეზისები ჩამოაყალიბა წერილობითი ფორმით. მის მიერ გამოცემულ ედიქტში ვკითხულობთ:
„ღმერთების ნებიერი მეფე პიადასი (იგივე აშოკა) პატივს მიაგებს ყველა რელიგიის ასკეტებსა და მეურვეებს, პატივს მიაგებს მათ ძღვენით და სხვბადასახვაგვარი პატივით. მაგრამ ღმერთების ნებიერი იმდენად არ აფასებს ძღვენსა და პატივს, რამდენადაც იმას, რომ გამდიდრდეს ყველა რელიგიის ძირითადი პრინციპები. მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა საკუთარი რელიგიის ზედმეტად განდიდებით ან სხვათა რელიგიების უსაფუძვლო გინებით. და თუ არსებობს კრიტიკის მიზეზი, ეს რბილად და მორიდებით უნდა ხდებოდეს. მაგრამ უკეთესია, თუ პატივს ვცემთ სხვათა რელიგიებს. როგორც შენს რელიგიას ექცევი, ისე მოექეცი სხვაბის რელიგიასაც; სხვაგვარად შენს რელიგიასაც აზიანებ და სხვისასაც. ვინც აქებს თავის რელიგიას მეტისმეტი ერთგულების გამო და კრულავს სხვებს საკუთარის განდიდების მიზნით, მხოლოდ აზიანებს თავის რელიგიას. ურთიერთობა რელიგიებს შორის სასიკეთოა. უნდა უსმინო და პატივი სცე სხვების მიერ გაზიარებულ მოძღვრებას. ღმერთების ნებიერს სურს, რომ ყველა განსწავლული იყოს სხვა რელიგიების კეთილი მოძღვრებებით”. – (ავტორი გენია.ჯი)