ფრაზეოლოგია „ზრდილობის” შესახებ…
„შესაძლოა-კი ვუწოდოთ გონიერი ისეთ ადამიანს, რომელიც უზრდელად იქცევა და უხეშად საუბრობს, და ნუთუ ნამდვილად ეცემა ღირსება იმ ადამიანისა, ვისაც ძალუძს, ზრდილობისა და თავაზიანობის წესების სრული დაცვა?” – სეი სიონაგონი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არაფერი ისე იაფი არ გვიჯდება და არაფერი ისე ძვირად არ ფასობს, როგორც – ზრდილობა”. – მიგელ დე სერვანტეს საავედრა
* * *
„ზრდილობა – მადლიერების ფუნდამენტზე დადებული პირველი ქვაა”. – ანდრეი ბელიანინი
* * *
„ზრდილობა – კარგად აღზრდილი ადამიანების სავიზიტო ბარათია”.
* * *
„ზრდილობა – მრისხანებასა და მწუხარებაშიც კი არ უნდა უშლიდეს ხელს ადამიანს”. – მარგარეტ მიჩელი
* * *
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ მოიპოვოთ მოწინააღმდეგეზე, გახლავთ ის, რომ მას ზრდილობით გადააჭარბოთ!” – ჯოშ ბილინგი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრება არ არის ისეთი ხანმოკლე, რომ ადამიანს ზრდილობის გამომჟღავნებისათვის დრო არ ეყოს”. – რალფ ემერსონი
* * *
„ჭეშმარიტი ზრდილობა ადამიანებისადმი კეთილგანწყობილ დამოკიდებულებაში სუფევს”. – ჟან-ჟაკ რუსო
* * *
„თუკი ადამიანს არ შეუძლია კონტროლი გაუწიოს საკუთარ გრძნობებს, მაშინ იგი ვალდებულია, კონტროლი გაუწიოს საკუთარ სიტყვებსა და ქმედებებს”. – (ავტორი გენია.ჯი)