გალილეო გალილეი – “ეპიზოდი”

1642 წლის 8 იანვარს იტალიის ულამაზესი ქალაქის – ფლორენციის სიახლოვეს მდებარე დასახლება – არჩეტრში გარდაიცვალა გენიალური იტალიელი ფიზიკოსი,ასტრონომი და მათემატიკოსი – გალილეო გალილეი.(ავტორი გენია.ჯი) გარდაცვალებამდე ოთხიოდე წლით ადრე,თვალისჩინდაშრეტილი და ინკვიზიციის მიერ სასტიკად განაწამები მეცნიერი წერდა: “ეს სამყარო,რომელიც მე ჩემი გასაოცარი დაკვირვებებითა და დემონსტრაციებით გავაფართოვე ასჯერ,არა ათასჯერ,იმასთან შედარებით,რაც ადამიანებს ნანახი ჰქონდათ გასული საუკუნეების განმავლობაში,ახლა ჩემთვის ისე ძლიერ დაპატარავდა და შემცირდა,რომ ჩემი სხეულის უბადრუკ გარშემოწერილობამდე შემჭიდროვდა”.

ჰერცოგ ფერდინანდოს,რომელმაც გალილეოს “ჩვენი დროის უდიდესი მანათობელი” უწოდა,სურდა,რომ ამ უდიადესი იტალიელი მეცნიერისათვის შესატყვისი პატივი მიეგო და ამასთანავე მისი ანდერძი აღესრულებინა: გალილეო დაეკრძალათ მამისა და სხვა ნათესავების გვერდით ეკლესიის მთავარ ბაზილიკაში,სადაც მრავალი კერძო პირის საფლავი იყო,დამშვენებული სფლავის ქვებითა და საუკეთესო ფლორენციული ოჯახების გერბებით.ამას გარდა,დიდ ჰერცოგს სურდა,საზოგადოების წინაშე უკანასკნელი სიტყვით პატივი მიეგო მეცნიერისათვის და აგრეთვე,მისთვის მარმარილოს ქანდაკება აღემართა.თუმცა დიდი ჰერცოგის სურვილი დაბლოკილი იქნა რომის პაპის – ურბან VIII-ს მიერ.რომის პაპი,რომელსაც უდიდესი წვლილი ჰქონდა დადებული გალილეოს გასამართლებასა და ტანჯვა-წამებაში,ფერდინანდოს ინიციატივამ გააცოფა.მან ჰერცოგის გადაწყვეტილება საკუთარი ძალაუფლებიუს შეურაცხყოფათ მიიჩნია,რამაც განაპირობა კიდეც გალილეო გალილეის დაკრძალვა ყოველგვარი მარმარილოს ქანდაკებებისა და პატივის გარეშე.

P.S. ბედის ირონიით,იმავე წელს (1644 წლის 29 ივლისს) რომში აღესრულა გალილეოს მოძულე რომის პაპი – ურბან VIII. პაპის მიმართ უარყოფითად განწყობილმა რომაელმა მოქალაქეებმა კოლეჯიო რომანოს ეზოში განთავსებული მისი ქანდაკება საჯაროდ დაამსხვრიეს. – (ავტორი გენია.ჯი)

ურბან VIII

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>