ფრანც იოზეფ ჰაიდნი – “ეპიზოდი”
ერთ დღეს გენიალურ ავსტრიელ კომპოზიტორსა და ვენის კლასიკური სკოლის თვალსაჩინო წარმომადგენელს – ფრანც იოზეფ ჰაიდნს (1732-1809 წლები) უცნობი ყასაბი ეწვია სახლში.ყასაბმა მაესტროს აუხსნა,რომ რამდენიმე დღეში მისი ერთადერთი ქალიშვილის ქორწილი უნდა გამართულიყო და სურდა ამ მნიშვნელოვანი მოვლენისათვის საქორწინო მენუეტი მიეძღვნა. (ავტორი გენია.ჯი) კომპოზიტორმა უცნობი ყასბის თხოვნაზე მისი ქალიშვილის საპატივცემულოდ დაეწერა საქორწინო მენუეტი,თანხმობა განაცხადა და იგი თავისთან მეორე დღისათვის დაიბარა.დანაპირები დიდმა კომპოზიტორმა იმავე ღამით შეასრულა და დაწერა საქორწინო მენუეტი,რომელსაც – “დო მაჟორის მენუეტი” უწოდა.რამდენიმე დღის გასვლის შემდგომ,სახლში მყოფ მაესტროს ქუჩიდან მის მიერ დაწერილი მენუეტის ხმები შემოესმა.როდესაც ფრანცმა კარები გააღო კომპოზიტორის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,რადგან მისი სახლის ზღურბლთან,ყასბის,ნეფე-დედოფალისა და მაყრიონის გარდა,მოოქროვილი რქების მქონე უზარმაზარი ხარიც დაუხვდა.თავის მხრივ,ეს ხარი ყასაბმა ჰაიდნს მადლობის ნიშნად საჩუქრად მიართვა.სწორედ ამ მოვლენის შემდგომ შეუცვალა მენუეტის ავტორმა თავის ნაწარმოებს ძველი სახელწოდება (დო მაჟორის მენუეტი) და მას “ხარის მენუეტი” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)