ანტუან სიმონი – “ეპიზოდი”

ანტუან სიმონი (1736-1794 წლები) – წარმოადგენდა იმ ფრანგ მეწაღეს,რომელსაც საფრანგეთის დიდი რევოლუციის შემდგომ წლებში ანდეს სიკვდილით დასჯილი ლუი XVI-სა და მარია ანტუანეტის მცირეწლოვანი ვაჟიშვილის,საფრანგეთის დოფინის – ლუი XVII-ს ზედამხედველობა,დაცვა და აღზრდა. (ავტორი გენია.ჯი) გულმხურვალე რევოლუციონერს – ანტუან სიმონს,პარიზის კომუნამ დაავალა,საკუთარ თავზე აეღო ლუის ზედამხედველობა,აღზრდა და დაცვა.ამისათვის კი გასამრჯელოდ 3 000 ფრანგული ლივრი დაუნიშნა.პარიზში განთავსებულ შუა საუკუნეების ციხესიმაგრე – ტემპლში საცხოვრებლად გადასულმა ანტუანმა და მისმა მეუღლემ – მარია ჟანა ალადამმა,პარიზის კომუნის სპეციალური დავალების შესრულებას “მთელი გულმოდგინებით” მოკიდეს ხელი და სამეფო შთამომავლის “რევოლუციურად აღზრდას” უსასტიკესი მეთოდებით შეუდგნენ.მათი უმთავრესი მიზანი მდგომარეობდა იმაში,რომ ლუის მეხსიერებიდან სამარადჟამოდ ამოშლოდა თავისი სიკვდილით დასჯილი მშობლების ხსოვნა და იგი ქცეულიყო ჭეშმარიტ – სანკიულოტად (რევოლუციონერის აღმნიშვნელი ტერმინი).გარდა ამისა,ანტუანი პატარა ლუის მძიმე ფიზიკურ შრომასაც აიძულებდა.პარიზში მოარული ხმების თანახმად,სიმონი და მისი მეუღლე ბავშვს სასტიკად უსწორდებოდნენ,ხშირად სჯიდნენ და აიძულებდნენ მათ მოთხოვნებს დამორჩილებოდა.არის ცნობები იმის შესახებაც,რომ ეს ამაზრზენი წყვილი პატარა ლუის – აწამებდა.

1794 წლის 19 იანვარს დღემდე დაუდგენელი მიზეზის გამო (ერთერთი ვერსიით ეს მიზეზი მეუღლის ავადმყოფობა გახლდათ),ანტუანმა პარიზის კომუნას თხოვნით მიმართა გაენთავისუფლებინათ იგი დაკისრებული მოვალეობისაგან.თხოვნა დაკმაყოფილებული იქნა.მალევე სიმონი,როგორც რობესპიერისტი,დაკავებული იქნა. 1794 წლის 28 ივნისს კი,ლუი XVII-ეს სასტიკი აღმზრდელი,რობესპიერთან,ჟორჟ კუტონთან და ლუი-ანტუან სენ-ჟიუსტთან ერთად პარიზში განთავსებულ რევოლუციის მოედანზე სიკვდილით იქნა დასჯილი.მოგვიანებით დაკავებული იქნა მარია ჟანა ალადამიც (ანტუანის მეუღლე).რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდგომ იგი გადაგზავნილი იქნა განუკურნებელ დაავადებულთა თავშესაფარში,სადაც აღესრულა კიდეც 1819 წლის 10 ივნისს.თავშესაფარში მყოფი ალადამი გამუდმებით ამტკიცებდა,რომ ლუი XVII არ მომკვდარა და მან გაქცევით უშველა თავსო,მაგრამ ამაში მან ვერავის დარწმუნება ვერ შეძლო.  - (ავტორი გენია.ჯი)

ლუი XVII

ანტუან სიმონი სასტიკად უსწორდება პატარა ლუის (სურათის ფონზე გამოსახულია ანტუანის მეუღლე – მარია ჟანა ალადამი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>