კილტი – “ეპიზოდი”
მას შემდეგ,რაც XVIII საუკუნეში ინგლისის ხელისუფლებამ შოტლანდიას ხელიდან გამოაცალა დამოუკიდებლობა,დღის წესრიგში დადგა შოტლანდიელთა ეროვნული სამოსის – “კილტის” (ქვედაბოლოს) წინააღმდეგ ბრძოლა. (ავტორი გენია.ჯი) ინგლისელთა მიერ გამოცემული ერთერთი კანონის თანახმად,შოტლანდიელებს კატეგორიულად ეკრძალებოდათ თავიანთი ტრადიციული სამოსის – კილტის ტარება.იმავე კანონი შოტლანდიელებს ავალდებულებდა კილტის ნაცვლად შარვლები ეტარებინათ.მიუხედავად ამისა,მთიელი შოტლანდიელები ინგლისელი კანონმდებლების მიერ დადგენილ კანონს მაინც არად დაგიდევდათ და ისინი კვლავაც ძველებურად იმოსებოდნენ თავიანთი ეროვნული სამოსით.თუმცა უნდა შევნიშნოთ,რომ ისინი ასეთმა მკაცრმა კანონმდებლობამ იძულებული გახადა ერთი მოხერხებული ქმედება მოეფიქრებინათ: კილტით შემოსილებს ხელში ხის გრძელი ჯოხები ეკავათ,რომლებზეც შარვლები იყო დაკიდებული.საჭიროების შემთხვევაში სკოტები კილტებს იძრობდნენ და შარვლებს იცმევდნენ.
შოტლანდიელთა ქმედებამ ინგლისელებს კანონი კიდევ უფრო გაამკაცრებინა: აღნიშნული კანონის პირველად დარღვევის შემთხვევაში,”დამნაშავე” ექვს თვიანი პატიმრობით ისჯებოდა,ხოლო განმეორებით შემთხვევაში კი,”ბრალდებულს” დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაზე შვიდი წლით ასახლებდნენ.
რამდენიმე ათეული შოტლანდიელის დასჯა-გადასახლებამ სკოტები კიდევ უფრო უარყოფითად განაწყო ინგლისელთა მიერ მიღებული კანონისადმი.შედეგად,ყოველმა შოტლანდიელმა,პროტესტისა და დასჯილი თანამემამულეების სოლიდარობის ნიშნად,მასობრივად დაიწყო კილტის ტარება.ამ საყოველთაო აქციას არა მხოლოდ დაბალი სოციალური ფენის შოტლანდიელები შეუერთდნენ,არამედ მასში აქტიურად ჩაერთნენ გავლენიანი შოტლანდიელი დიდებულებიც.შედეგად,ინგლისელები იძულებული გახდნენ ზემოაღნიშნული კანონი გაეუქმებინათ,რამაც საერთო ჯამში,ხელი შეუწყო კილტის,როგორც შოტლანდიელთა ეროვნული სამოსის დღევანდელ დღემდე მოღწევას. – (ავტორი გენია.ჯი)