ანაქარსის კლოოტსი – “ეპიზოდი”

ანაქარსის კლოოტსი (1755-1794 წლები) – წარმოადგენდა ნიდერლანდული წარმომავლობის მქონე გამოჩენილ ფრანგ ფილოსოფოს-განმანათლებელს,პუბლიცისტსა და საფრანგეთის დიდი რევოლუციის აქტიურ მოღვაწეს,რომელსაც თავისი მკვეთრი ათეისტური შეხედულებების გამო – “იეჰოვას პირად მტრად” მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) კლოოტსს,ისევე როგორც სხვა მრავალ ფრანგ რევოლუციონერს,სიცოცხლე გილიოტინის საშუალებით დაასრულებინეს. 1793 წლის დეკემბრის თვეში პრუსიის ბარონის ტიტულის მქონე ანაქარსისი იაკობინელთა კლუბიდან იქნა გარიცხული,ხოლო 1794 წლის გაზაფხულზე კი,როგორც უცხოელი,კონვენტიდან მოკვეთეს.მას შემდგომ,რაც კლოოტსი რევოლუციურ ტრიბუნალს გადასცეს,სასამართლოს გზაზე დამდგარს წინ ეგზალტირებული ბრბო გადაეღობა გაშმაგებული ყვირილით: “პრუსიელი გილიოტინაზე!”

მონარქიის აღდგენის მცდელობაში მსჯავრდებული ანაქარსისი ერთობ ღიზიანდებოდა იმით,რომ მასთან საკანში მყოფ რამდენიმე სიკვდილმისჯილი,მიუხედავად საშინელი აღსასრულის მოლოდინისა,მაინც არ კარგავდა თავის რწმენასა და სულის უკვდავების იდეას.იგი თანასაკნელებს არწმუნებდა: – არავითარი უკვდავება არ იქნება,ხვალ ჩვენგან აღარაფერი დარჩებაო.რამდენიმე წყაროს მტკიცებით,”იეჰოვას პირად მტრად” წოდებული ანაქარსის კლოოტსი სიკვდილს ძალიან მამაცურად შეგებებია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>