ფელიქს ძერჟინსკი & იუზეფ პილსუდსკი

საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების სამსახურის – “ჩეკას” პირველ უსასტიკეს ხელმძღვანელს – ფელიქს ძერჟინსკის (1877-1926 წლები),დაბადებისას მშობლებმა ორი სახელი – ფელიქს შენსნი უწოდეს.”ფელიქსი” ლათინურ ენაზე,ისევე როგორც – “შენსნი” პოლონურად, – “ბედნიერს” აღნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) ძერჟინსკის პედაგოგი მამა – ედმუნდი,თავის დროზე გამოჩენილი რუსი მწერლისა და დრამატურგის – ანტონ ჩეხოვის მასწავლებელი გახლდათ.თუკი ფელიქსის ერთერთ ბიოგრაფს ვერწმუნებით,იგი ბავშვობაში ვუნდერკინდი ყოფილა.მშობლიური ენის გარდა,ექვსი წლის ასაკში მყოფი ებრაულ და რუსულ ენებს ფლობდა.თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ისიც,რომ პატარა ფელიქსს ცუდი სწავლის გამოისობით გიმნაზიის პირველ კლასში ორჯერ მოუწია ჩარჩენა.იმ გიმნაზიის ხელმძღვანელს,რომელშიც ძერჟინსკი სწავლობდა,დამოუკიდებელი პოლონეთის მთავრობის მომავალი მეთაური – იუზეფ პილსუდსკი (1867-1935 წლები) წარმოადგენდა,რომელიც თავის მხრივ,ძალიან უკმაყოფილო გახლდათ “ჩეკას” მომავალი ხელმძღვანელის სწავლის დონით.იგი შენიშნავდა: “გიმნაზისტი ძერჟინსკი – ერთი მეტად მოდუნებული და ჩვეულებრივი მოსწავლეა ყოველგვარი ნათელი შესაძლებლობების გარეშეო”.მას შემდგომ,რაც ფელიქსმა მის მიმართ გიმნაზიის დირექტორის აღნიშნული შენიშვნა შეიტყო,დაიფიცა,რომ მომავალში პირადად გაუსწორდებოდა და დახვრეტდა “ძაღლ პილსუდსკის”.საყურადღებოა,რომ მიუხედავად უდიდესი ძალაუფლების მოპოვებისა,ძერჟინსკიმ თავისი ფიცი მაინც ვერ შეასრულა და პილსუდსკამდე ცხრა წლით ადრე ჰპოვა აღსასრული.ფელიქსის გარდაცვალების შემდგომ იუზუფმა ჯერ პოლონეთის მთავრობის საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა,ხოლო მოგვიანებით კი პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს ჩაუდგა სათავეში.იუზუფ პილსუდსკი 1935 წლის 12 მაის გარდაიცვალა ვარშავაში ღვიძლის კიბოს შედეგად. – (ავტორი გენია.ჯი)

იუზეფ პილსუდსკი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>