ლუიჯი პირანდელო
ლუიჯი პირანდელო - დაიბადა 1867 წლის 28 ივნისს,იტალიური ქალაქის აგრიჯენტოს სიახლოვეს მდებარე დასხლება ჯირჯენტში.იგი გახლდათ დიდი იტალიელი მწერალი,პოეტი,ფილოლოგი და დრამატურგი,რომელსაც 1934 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.წარმომავლობით ლუიჯი ექიმების ოჯახიდან იყო.საშუალო განათლება პალერმოს გიმნაზიაში მიიღო,რის შემდეგაც ბოლონიისა და რომის უნივერსიტეტები დაამთავრა.მისი ლიტერატურული მოღვაწეობა კი სათავეს 1889 წელს იღებს და აქვეყნებს პოეზიის კრებულს,სახელწოდებით “მხიარული ტკივილი”. (ავტორი გენია.ჯი) წელს ცხოვრობდა რომში,რა დროსაც მომდევნო წელს დაიცვა დისერტაცია რომაულ ფილოლოგიაში.1894 წელს აქვეყნებს პირველი ნოველების კრებულს “სიყვარული უსიყვარულოდ”,ხოლო 1922 წელს კი აქვეყნებს “ვერიზმის” (რეალისტური მიმართულება იტალიაში XIX საუკუნის დასასრულს – ლიტერატურაში,მუსიკასა და სახვით ხელოვნებაში),ჟანრით გაჟღენთილ ნოველების კრებულს “წლის ნოველები”.1925-1928 წლებში ხელმძღვანელობდა რომის სამხატვრო თეატრს,სადაც რეჟისორის ფუნქციებსაც ითავსებდა,რა დროსაც საკუთარ ნაწარმოებების მიხედვით დგამდა სპექტაკლებს.1904 წელს აქვეყნებს რომანს “განსვენებული მატია პასკალი”,რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა ლიტერატურულ სამყაროში და დღემდე მის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრადაა მიჩნეული.საერთო ჯამში,მისი ლიტერატურული მოღვაწეობის პერიოდში დაწერილი აქვს 6 რომანი,ავტობიოგრაფიული რომანი “ახალგაზრდები და მოხუცების” ჩათვლით.პირველი პიესა კი დაწერა 1910 წელს,ხოლო მეორე პიესა სახელწოდებით “თუ კი ეს ასე არ არის” 1915 წელს იქნა დაწერილი.გარდა ამისა მის კალამს ეკუთვნის პიესები: “ანრი IV”,”სიცოცხლე რომელსაც შენ გაძლევ” და სხვა პიესები.ლუიჯი პირანდელო გარდაიცვალა 1936 წლის 10 დეკემბერს რომში,სადაც დაკრძალულ იქნა კიდეც.მისი შემოქმედება კი აქტუალურობას დღესაც არ კარგავს მკითხველში. (ავტორი გენია.ჯი)