“წმინდა ფრანცისკე ასიზელის ყვავილებიდან”

“წმინდა ფრანცისკე ასიზელის ყვავილები” – წარმოადგენს წმინდა ფრანცისკე ასიზელისა და მისი წინამორბედი წმინდანების მიერ განვლილ ცხოვრებაზე აგებულ პოპულარულ ლეგენდების კლასიკურ კოლექციას,რომელიც შუა საუკუნეების ერთერთ საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებად არის აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი) მის ავტორად მიჩნეულია დიდი იტალიელი მემატიანე – უგოლინო ბრუნფორტე (1262-1348 წლები).ამ დიდებულ ქმნილებაში სხვა მრავალ მნიშვნელოვან ისტორიებთან ერთად,მოყვანილია ერთი ფრიად საყურადღებო ისტორიაც,რომელსაც აქვე გაგაცნობთ:

“ფრანჩესკომ ასიზიდან ძმა ბერნარდო ბოლონიაში გაგზავნა საქადაგებლად და კეთილი საქმეების საკეთებლად.როგორი იყო მისი ქადაგება და კეთილი საქმეები? მას ერთი სიტყვაც არ წარმოუთქვამს და თითიც კი არ გაუნძრევია რაიმეს საკეთებლად.იგი იჯდა ქალაქის მოედანზე და ითმენდა ათასგვარ შეურაცხყოფას თავგასული ბავშვებისაგან,რომლებიც ძონძებისა და უცნაური ქცევის გამო მასხრად იგდებდნენ მას.გარდა ამისა,ბერნარდოს ისინი გიჟსა და ჭკუასუსტს უწოდებდნენ.შემდგომ ბერნარდომ ხალხმრავალი ბაზრის მოედანზე გადაინაცვლა უფრო მეტი დამცირებისა და შეურაცხყოფის იმედით. და ასეც მოხდა.ახლა უკვე მას მთელი ბაზარი,დიდიან-პატარიანად დასცინოდა,მოსასხამზე ექაჩებოდნენ და როგორც სათამაშო ნივთს,აქეთ-იქით აქანავებდნენ,ესროდნენ ტალახსა და ქვებს და აფურთხებდნენ.მისი ერთადერთი პასუხი ამ ამაზრზენ შეურაცხყოფებზე კი მხოლოდ და მხოლოდ ნეტარი გამომეტყველება და ღიმილი იყო,რომელსაც ამ მოძალადე ბრბოს მოაფენდა სასულიერო პირი.დღითიდღე,ის კვლავ და კვლავ უბრუნდებოდა იმ ადგილს,რათა ისევ და ისევ ამ სანეტარო დამცირების მსხვერპლი გამხდარიყო.ერთ დღესაც ბერნარდოს წინ სამართლის დოქტორმა ჩაიარა,რომელიც კარგად დააკვირდა ამ უცნაურ და საშინელ მოვლენას,რომელიც ბაზრის მოედანზე ხდებოდა.ამ ბრძენმა კაცმა ბერნარდოში რაღაც სხვა,რაღაც დაფარული დაინახა,რომელსაც სხვები ვერავინ ხედავდნენ და თავისთვის ჩაილაპარაკა: ” – შეუძლებელია,რომ ეს კაცი წმიდა არ იყოსო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>