„დამაკვირდი”

1. „როდესაც საუბარი სხვის ცოდვებზე მიმდინარეობს, ჩვენ – ბრალმდებლები და მოსამართლეები ვხდებით, ხოლო როდესაც საუბარი ჩვენს ცოდვებს ეხება, – ადვოკატები”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. „ყველაზე უმნიშვნელო საგნები ყველაზე მნიშვნელოვან საგანთა იდუმალი სარკეა”. – ხორხე ლუის ბორხესი

* * *

3. „ის, რასაც ჩვენ ბედს ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის თავისუფალი არჩევანის შედეგი”. – ჟან-პოლ სარტრი

* * *

4. „არც ღმერთს შეუძლია ადამიანის იძულება სიკეთის საკეთებლად და არც ეშმაკს, – ბოროტების ჩასადენად”. – იოანე ოქროპირი

* * *

5. „ჩვენ სამყაროს ვხედავთ არა ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია, არამედ ისეთს, როგორებიც თავადა ვართ”. – სტივენ კოვი

* * *

6. „ყველაზე მჭერმეტყველ ადამიანში მისი – ხასიათი ძევს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „წმიდა კაცებმაც რომ გითხრან, მართალი კაცი ხარო, არ დაიჯერო. ელიაც რომ მოვიდეს და ცის ანგელოსიც და გითხრან, მართალი კაცი ხარო, არ დაიჯერო. თავად უზენაესმაც რომ გითხრას, მართალი კაცი ხარო, იცოდე, რომ ეს ეხება მხოლოდ ამ წამს და არა შემდგომს”. – ხასიდი მოძღვარი

* * *

8. „როდესაც ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, კეთილი ადამიანები გიფასებენ მას, გულგრილები – გივიწყებენ, თავხედები კი, – უფრო გითავხედდებიან”.

* * *

9. „ერი, რომელიც დღეს ღირსების გარეშე დარჩება, ხვალ პურის გარეშეც დარჩება”. – ელიზა ოჟეშკო

* * *

10. „ყოველ ადამიანს გააჩნია თავისი წმინდა ელენეს კუნძული, და ეს კუნძული – სიბერეა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>