რა განაცხადა ჯონ ლენდისმა ედი მერფის შესახებ?

როგორც ცნობილია,დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – ჯონ ლენდისმა და პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა – ედი მერფიმ ჯერ კიდევ 1983 წელს დაიწყეს თანამშრომლობა ფილმზე – “ადგილების გაცვლა”. 1988 წელს მათ კვლავაც ერთად მოუწიათ მუშაობა დღეისათვის ყველასათვის საყვარელ კინოფილმზე – “მოგზაურობა ამერიკაში”. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ მიუხედავად ნაყოფიერი თანამშრომლობისა,ლენდისი და მერფი ერთმანეთს დასანახადაც კი ვერ იტანდნენ,რაც კინორეჟისორმა თავისი ერთერთი ინტერვიუს მიმდინარეობისას  დაადასტურა კიდეც.მან ჟურნალისტს ედი მერფის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: “ფილმის – “მოგზაურობა ამერიკაში” გადაღებების დროს ჩვენ ერთმანეთთან კონტაქტი თითქმის არ გვქონია,რადგან ის ნამდვილი ღორი იყო და ძალიან უხეშად ექცეოდა გადაღებებისას ადამიანებს.თავდაპირველად ერთმანეთთან ძალიან კარგი და საქმიანი ურთიერთობები ჩამოგვიყალიბდა,თუმცა პირადი ურთიერთობა მალევე გაგვიფუჭდა,რადგან ედი გრძნობდა,რომ ის სუპერვასკვლავი იყო და მიიჩნევდა,რომ მის წინაშე ყველას ქედი უნდა მოგვეხარა.მიუხედავად იმისა,რომ ედი ასეთი იყო,უნდა ვაღიარო,რომ “მოგზაურობა ამერიკაში” მისთვის უდიადესი როლია კარიერაში”. – (ავტორი გენია.ჯი)

ჯონ ლენდისი

ედი მერფი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>